იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-01-2014, 16:36 | მსოფლიო | ნანახია - 2212

გიორგი ტიანშანსკი

 

წელს, 2 იანვარს, როგორც იქნა, შედგა შეხვედრა მამა-შვილ კარიმოვებს შორის. მამამ  შვილს - გულნარას ნება დართო, გააგრძელოს საქმიანობა მოდის დიზაინის მიმართულებით, რაზეც ბედნიერმა  გულნარამ  მკითხველებს თავის ბლოგში მოუთხრო.

 

იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...
იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...
იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...
იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...

ეს არის იმ ,,ბედნიერი“ ისტორიის დასასრული, რომლის შესახებაც სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მანამდე კი შუა აზიის ერთ-ერთი ქვეყანა, კარიმოვების ოჯახში მიმდინარე დაპირისპირებამ შეაზანზარა.

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ისლამ კარიმოვის უმცროსმა ქალიშვილმა ლოლამ ვრცელი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ევროპულ გამოცემას, სადაც  განაცხადა,რომ მას 12 წელია თავის უფროს დასთან ურთიერთობა არ აქვს და რომ  უფროსი და  გულნარა ცდილობს ხელში ჩაიგდოს მამის სავარძელი.  ამ სტატიის შემდეგცხადი გახდა, რომ ჯერი გულნარაზეა, მანაც არ დაახანა და ვაი-ვიშის ძახებით განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ  იბრძვის და და დედა, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, თავისი სიმართლე დაამტკიცოს. გულნარას თქმით, ამაში ჩართულია უზბეკეთის სამართალდამცველი სისტემაც.

 

მოკლედ,   როგორც ჩვენში იტყოდნენ, გულნარამ ,,ძაან ჩაახვია“, რაზეც რეაქციამაც არ დააყოვნა და, როგორც ამბობენ, ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო - გულნარას “ქოლგის ქვეშ” არსებული ფონდები, მაღაზიები, ბანკები, კომპანიები ერთი ხელის მოსმით დაიხურა, თანაც ამას მოყვა გულნარასთან დაახლოვებული ბიზნესმენებისა და სხვა დაინტერესებული პირების ტოტალური დაკავება, რაზეც გულნარას რეაქცია ასეთი იყო - იგი ვიდეო-კამერით შეიარაღებული დარბოდა თავის კომერციულ ობიექტებში და აფიქსირებდა უზბეკეთის სამართალდაცველების ქმედებს, რასაც შემდგომ ათავსებდა თავის ბლოგზე. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგაც, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, გულნარას ვაჟი - პატარა ისლამი - ბაბუასთან რეზიდენციაში არ შეუშვეს.

 

            ისე, უნდა ითქვას, რომ ეს გულნარას გარშემო სკანდალის აგორების პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დადასტურებული ქონება  ექვსას მილიონ დოლარს აღემატება, დაუდასტურებელი მონაცემებით კი - მილიარდზე მეტია. ამ ვითარებაში ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა გულნარას მიერ შვეიცარიაში ოც მილიონ დოლარად შეძენილ უძრავ ქონებას. 

 

ვილა, რომელიც ჟენევაში თითქმის 2500 კვადრატულ მეტრ მიწაზეა განთავსებული, ოკუპირებულ იქნა უზბეკი დისიდენტის საფარ ბეკჟანოვის მიერ.  უკვე თვეზე მეტია, ეს ადამიანი არ ტოვებს შენობას და ყოველდღიურად სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ ვილაში უზბეკეთიდან უკანონოდ გამოტანილი ათობით  ფერწერული ტილოა, რომელთა ფასი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულნარას ჟენევის გარდა აქვს ბინა პარიზში, ვილა სან-ტროპეში და ციხე-დარბაზი საფრანგეთში. რასაკვირველია, ყოველივე ეს გულნარამ უარყო და დეზინფორმაციის გავრცელება უზბეკეთის უშიშროების სამსახურს დაბრალდა.

როგორც ჩანს, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი კარიმოვი აპირებს 2015 წლიდან ხელისუფლება დატოვოს, კარიმოვების ოჯახშიც არაერთგვაროვნად აღიქვეს, რასაც მთელი ეს აურზაური მოჰყვა. თუმცა, ვნახოთ......

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია