ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans 29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-03-2014, 14:46 | კულტურა | ნანახია - 1668

გიგი კუბლაშვილი

 

ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans  29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია
ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans  29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია
ტუტს ტილემანსი Jean Baptiste ‘toots’Thilemans  29.04.1922, ბრიუსელი, ბელგია

ჯაზის ერთერთი ვეტერანი, ტუჩის ჰარმონიკისა და გიტარის, ასევე მხატვრული სტვენის ვირტუოზი. ბელგიის ყველაზე ცნობილი ჯაზ-მუსიკოსი. მან ერთ-ერთმა პირველმა 

შემოიტანა ჯაზში ტუჩის ჰარმონიკა და მხატვრული სტვენა.
     სამი წლისამ დაიწყო დაკვრა აკორდეონზე. სურდა გამხდარიყო მათემატიკოსი, მაგრამ ჯანგო რეინჰარდტის  მოსმენის შემდეგ დაიწყო დაკვრა გიტარაზე და ცოტა მოგვიანებით - ტუჩის ჰარმონიკაზე. 1945 წელს შედგა მისი დებიუტი ბრიუსელში, ამერიკულ ღამის კლუბებში. რამოდენიმე წლის შემდეგ იმდენად ცნობილი გახდა, რომ 1949 წელს მიიღო მიწვევა პარიზის ფესტივალზე, ხოლო 1950 წელს შევიდა ბენი გუდმენის სექსტეტში. შემდეგ წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში, რამოდენიმე ხანს თანამშრომლობდა დინა ვაშინგტონთან, ხოლო შემდეგი ექვსი წელი (1953-59) უკრავდა ჯორჯ შირინგის კვინტეტში. 1959-63 წლებში ცხოვრობდა შვედეთში. დიდი პოპულარობა მოუტანა თემამ Blusette (1962), რომელშიც უსტვენდა გიტარასთან უნისონში. 1963 წელს ხელახლა ჩავიდა ნიუ-იორკში და შემდგომი წლები მუშაობდა სტუდიებში, ძირითადად ქუინსი ჯონსთან ერთად. დიდი წარმატება მოუტანა მონტერეის ფესტივალებზე გამოსვლამ (1972), ასევე ოსკარ პიტერსონთან, ბილი ევანსთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობამ. 80-იან წლებში დაიწყო ჯაზ-როკის შესრულება, მოგვიანებით მან ეს შეცდომად ჩათვალა. 90-იან წლებიდან დღემდე  გამოდის მსოფლიო  ჯაზ-ფესტივალებზე.

 

თავისი ფანტასტიური კარიერის განმავლობაში, იგი გამოდიოდა ჯაზის ისეთ გრანდებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, ბილ ევანსი, ჩარლი პარკერი, მაილს დევისი, ოსკარ პიტერსონი, ასტრუდ ჟილბერტუ, ჟაკო პასტორიუსი.

ტილემანსის საოცრად თბილი და ლამაზი ბგერა, სიყვარულსა და სიმშვიდის გრძნობას განიჭებს, აღტაცებას იწვევს მისი თითქმის 70-წლიანი მუსიკალური კარიერა.

ტილემანსი დამსახურებულად იკავებს ადგილს ჯაზის დიდების კვარცხლბეკზე.


Loading the player ...

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია