მე რომ სააკაშვილი ვიყო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-03-2014, 14:30 | ბლოგები | ნანახია - 1769

ნათია მეგრელიშვილი

მე რომ სააკაშვილი ვიყო 

 ყველამ ვიცით, ვისი სურვილია  პრეზიდენტ სააკაშვილის  დასავლეთიდან მოშორება და საქართველოში დაპატიმრება - ეს არის რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ამას ქართველების ხელით გააკეთებს.

 

დიახ, ის ძალიან ხელს უშლის პუტინს. არადა, დრო ცოტა აქვს, ივნისიც მალე მოვა და ქართველებს ხელი აქვთ მოსაწერი ხელშეკრულებაზე.

 

ამას გვაპატიებს?

 

დღეს  რეალურად ჟვანია არავის ახსოვს. ეს მიზეზია, მიზეზი, რომელსაც იყენებს ის ხალხი, ვისაც ჟვანიასთვის სიცოცხლეში არც გინება და არც შეურაცხყოფა არ დაუკლიათ. დარწმუნებული ვარ, ცოცხალი ჟვანია ახლა მათთვის დიდი პრობლემა იქნებოდა, ვინაიდან ის მართლა პოლიტიკოსი იყო და არა - თვითმარქვია.

 

სააკაშვილს ბრალი ედება ყველა დანაშაულში, რაც ქვეყანაში მოხდა. მოკლედ, ლამის მილოშევიჩის სტატუსი მიანიჭონ და ამაში რუსეთს ეხმარება საქართველოს უსუსური მთავრობა, რომელიც ვერც კი გრძნობს, რომ მაგარი “დავერბოვკებულებია”  და ამ “ვერბოვკას” “სამართლიანობის აღდგენა“დაარქვეს.

 

მიშა უნდა დაიჭირონ, რათა ვალოდიამ თავისუფლად განახორციელოს  თავისი გეგმები. ისიც კარგად ხედავს, რომ უცხოეთში ისევ ერთი ქართველი ყვირის  და ერთი ქართველი ახერხებს მკვეთრი განცხადებების გაკეთებას.

 

მე რომ სააკაშვილი ვიყო (არ ვიცი,  ეს პოლიტიკურად, სამართლებრივად, სტრატეგიულად რამდენად სწორია, მაგრამ), ჩამოვიდოდი 27-ში ამერიკელ ადვოკატებთან ერთად და მივცემდი ჩვენებას. წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანის მხილება შეუძლია? მათ შორის მათიც, ვინც უმრავლესობაშია. მან სულ ზეპირად იცის, ვინ ვისთან თანამშრომლობს და, შესაძლოა, ციხეში სხვამაც ამოჰყოს თავი, თუ, რა თქმა უნდა, სასამართლო  პატიოსანი იქნება.

 

თუ სააკაშვილს დაიჭერენ, სულ ერთი დღის სიხარული ექნება რუსეთს. ამას დასავლეთი იგნორს არ გაუკეთებს ,  აჟიოტაჟი ატყდება, სააკაშვილი  ისტორიაში შევა და ხალხიც აზრზე მოვააააააააააა.

 

მერე ერთი ზედმეტი მოძრაობა თბილისის მიმართულებით ან ხელშეკრულების გადატანა, ან რუსეთის ჯარის გამოჩენა ახალ ზონებში და… ამ მთავრობას ურჩევნია, გემს შეახტეს.

 

მე რომ სააკაშვილი ვიყო, ჩამოვიდოდი და თუ დანაშაულს დაამტკიცებდნენ, მივიღებდი უსიტყვოდ, მაგრამ ორწლიან წინასწარ დაკავებას  არ დავუშვებდი. თუ მართლა გაქვთ სამხილები,დადეთ და თუ მხოლოდ მისი დაჭერა გსურთ,რათა ციციანოვებმა დავალება შეასრულონ, მაშინ ყველაფერს ფარდა აეხდება და სამართლიანობის აღდგენისათვის საზოგადოების ის ნაწილი იბრძოლებს, რომელიც აგერ უკვე ოცი წელიწადია ითმენს ქართველი პოლიტიკოსების ამორალურ „პატრიოტიზმს“.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია