„ივერიის“ საქველმოქმედო აქცია დიცში 6 აპრილს გაიმართება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-03-2014, 22:14 | ... | ნანახია - 1084

საზოგადოება „ივერია“ აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას. სამწუხაროდ,  დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში, რომელიც ორი თვის წინ უნდა ჩატარებულიყო, ტექნიკური შეფერხების გამო გადაიდო, რის გამოც  ბოდიშს გიხდით და გატყობინებთ, რომ აქცია შედგება 6 აპრილს.

 

ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით და ერთად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს.

 

აქციაში მონაწილეობის მსურველებს, შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს მობრძანდეთ   ”ივერიის”  ოფისში და გადმოგვცეთ  თქვენს მიერ გაღებული დახმარება - იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები,  ტანსაცმელი თუ სხვა, რასაც ჩვენ  იმ ადამიანებს წავუღებთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

ამასთან, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ადგილზე გაეცნოთ სიტუაციას და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა.

 

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

 

„ივერია“

 

მის: ბუდაპეშტის I შესახვევი #7

 

TEL               5  99 28 00 50 მაია ჯორჯაძე

                      5  99 87 99 87 თიკა ნიკოლაძე

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია