ეროლ გარნერი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2014, 15:37 | კულტურა | ნანახია - 1929

ეროლ გარნერიErroll Louis Garner
15.06.1921,  პიტსბურგი, შტ. პენსილვანია - 02.01.1977, ლოს-ანჯელესი.

 

პიანისტი, გამორჩეული ნოვატორი, რომელმაც გამოიმუშავა ფორტეპიანოზე დაკვრის თავისი განუმეორებელი "საორკესტრო” სტილი. მას უწოდებდნენ "ორმოცთითიან ადამიანს”. ამას გარდა, გარნერი იყო გამორჩეული შოუმენი. მან თქვა: "ჩემთვის საკონცერტო დარბაზი სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი ოთახი, სადაც ჩემი მეგობრები შეიკრიბნენ”. გარნერის გავლენის ქვეშ ბევრი პიანისტი მოექცა, მათ შორის ოსკარ პიტერსონი, ჯორჯ შირინგი, მონტი ალექსანდერი.


ეროლ გარნერისისტემატური განათლება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი პიანისტი იყო. ამტკიცებდა, რომ მეხუთე კლასში მუსიკის გაკვეთილზე ჩაეძინა და შეურაცხყოფილმა მასწავლებელმა აღარ მოინდომა მასთან მეცადინობის გაგრძელება. მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ არ იცოდა ნოტების კითხვა და რომ მხოლოდ მისი ფენომენალური მეხსიერების წყალობით ახერხებდა თავის დაძვრენას. სკოლის ორკესტრში უკრავდა საყვირზე, თერთმეტი წლის ასაკიდან მუშაობდა პიანისტად ადგილობრივ კლუბებსა და სასეირნო გემებზე. 1944 წელს  ჩავიდა ნიუ-იორკში და მუდმივად გამოდიოდა 52-ე ქუჩაზე არსებულ კლუბებში. უკრავდა კონტრაბასისტ სლემ სტიუარტის ტრიოსთან, მასთან ერთადვე გამოვიდა პარიზში ფესტივალზე 1948 წელს. შემდეგ დაიწყო საკუთარი ანსამბლების შეკრება, სამუდამოდ ტრიოს ფორმის ერთგული დარჩა, სადაც კონტრაბასსა და დასარტყამს ჰქონდა აკომპანიატორის როლი (სოლო შესრულების უფლებას არ აძლევდა). დიდი წარმატება მოუტანა 1956 წლის ალბომმა Concert By The Sea (გაიყიდა მილიონზე მეტი ეგზემპლარი) და ბალადამ Misty, რომელიც 1954 წელს დაიწერა და პოპულარული გახდა 1959-ში. გარნერი ჯაზის პირველი მუსიკოსია, რომელიც 1958 წელს ცნობილმა იმპრესარიომ სოლ

 

ეროლ გარნერიიუროკმა მიიწვია თავის ანტრეპრიზაში. 50-იანი წლების ბოლოს ხშირად დადიოდა ევროპაში გასტროლებზე, 1965 წელს დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ახალი სიყვარული”, უკანასკნელ ათწლეულში გამოდიოდა და წერდა მუსიკას რამდენიმე სიმფონიურ ნაკრებთან ერთად – ცინცინათის, კლივლენდის, ლექსინგტონის ორკესტრებთან, ვაშინგტონის ნაციონალურ ორკესტრთან ერთად. გასტროლები ჰქონდა ლათინურ ამერიკასა და აზიაში, გამოდიოდა მრავალ ტელეშოუში, მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო აქციებში (მაგალითად, ევროვიზიის გადაცემებში ინვალიდი ბავშვების სასარგებლოდ ). Misty-ს გარდა კიდევ რამდენიმე პოპულარული თემა დაწერა – Dreeamy, That’s My Kick, Moment’s Delight, Passing Through, Up In Errol’s Room, Feeling Is Believing, Mambo Carmell, Errol’s Theme.


Loading the player ...

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია