ბენ გუდმენი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-05-2014, 19:55 | კულტურა | ნანახია - 1533

Benajamin David ‘Benny’ Goodman
ბენ გუდმენი30.05.1909, ჩიკაგო - 13.06.1986, ნიუ-იორკი.

 

გიგი კუბლაშვილი

 

კლარნეტისტი, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, აღიარებულია “სვინგის მეფედ”. გუდმენი - კლარნეტისტის ოსტატობამ დაარწმუნა ხალხი რომ ჯაზი იყო მუსიკა, რომელიც იმსახურებდა არანაკლებ პატივისცემას, ვიდრე კლასიკური.

 

გუდმენის მშობლები – ემიგრანტები რუსეთიდან  - ოცნებობდნენ შვილი აკადემიური შემსრულებელი გამხდარიყო და ამის გამო მიიყვანეს ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის კლარნეტისტთან ფრანც შეპთან. ბად ფრიმენის მოწმობით, ბენი ათი წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი და ნიჭიერი იმპროვიზატორი (ბაძავდა ჯორჯ ლუისაა და ჯიმი ნუნუს) იყო; ის მიიწვიეს ჯიმი მაკპატლენდმა და დეივ ტაფმა, ხოლო თექვსმეტი წლის ასაკში ბენი პოლაკის ბენდში მთავარი სოლისტი გახდა. 1926 წელს ამ ორკესტრთან ერთად მან ჩაწერა პირველი სოლო პიესაში He’s The Last Word. პოლაკთან მუშაობით დააგროვა უზარმაზარი გამოცდილება და გარდა ამისა, შეძლო დახმარებოდა ოჯახს (მას ჰყავდა 11 და-ძმა). 1929-1930 წლებში უკრავდა რედ ნიკოლზთან ერთად, 1931 წელს ჯო ვენუტისთან, ედი ლენგთან და ჯორჯ გერშვინთან. 1933 წელს აკომპანირება გაუწია ბილი ჰოლიდეის. 1934 წელს შეკრიბა ბიგ-ბენდი რადიოგადაცემათა სერიისათვის Let’s Dance, რომელიც იწყებოდა ვებერის ტრანსკრიპციით. იმოგზაურა შეერთებულ შტატებში ორკესტრთან ერთად, რომელიც 1935 წლის 21 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, საცეკვაო დარბაზში Palomar სენსაციური წარმატებით დასრულდა. 1936-1937 წლებში გუდმენი უშვებს რამდენიმე წარმატებულ ალბომს ისეთი ჰიტებით როგორიცაა: Sing, Sing, Sing (ლუი პრიმას თემა), ბიგ-ბენდის შიგნით ქმნის სოლისტების ანსამბლს, რომელშიც იწვევს (პირველად ჯაზის ისტორიაში) შავკანიან შემსრულებლებს – ტედი უილსონს, ლაიონელ ჰემპტონს და გარკვეული დროის შემდეგ ჩარლი კრისჩიენს. 1938 წლის 16 იანვარს გუდმენი გახდა პირველი ჯაზმენი, რომელიც გამოვიდა კარნეგი-ჰოლის ნიუ-იორკის ფილარმონიის დარბაზში. მისი ორკესტრის წარმატება, რომელიც 1944 წლამდე არსებობდა, განაპირობეს ფლეტჩერ ჰენდერსონის, ლაილა მერფისა და ედგარ სემპსონის არანჟირებებმა, ასევე 30-40-იანი წლების ბრწყინვალე მუსიკოსების მთელმა პლეადამ – ბანი ბერიგენი, ჰარი ჯეიმსი, ჯიმი კრუპი, ჯი სი ჰოგინბოტემი, კუტი უიალიამსი, ბიგ სიდ კატლეტი, რედ ნორვო, პინატს ჰაკო და სხვები.

 

1944 წლის შემდეგ რამდენჯერმე შეკრიბა ორკესტრები გასტროლებისა და ჩანაწერებისთვის. 1955 წელს ჩაწერა მუსიკა ფილმისთვის '”ბენი გუდმენის ისტორია”. 1958 წელს გამოვიდა ბრიუსელის მსოფლიო გამოფენაზე,  1962 წელს მისი ბენდი იყო პირველი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით გაემგზავრა სსრკ-ში, მათ შორის თბილისში. 1969-1970 წლებში გასტროლები ჰქონდა ევროპაში. 70-იან წლებში მრავალრიცხოვანი საიუბილეო კონცერტებისათვის აგროვებდა ორკესტრებსა და მობილურ ანსამბლებს. მის პარტნიორებს შორის იყვნენ – ბაკ კლეიტონი, ტრამი იანგი, კეი ვინდინგი, ზუტ სიმსი, ბად ფრიმენი, ჯონი გვარნიერი, მელ პაუელი, მელ ლუისი, ლუი ბელსონი, უორდელ გრეი, კლოდ ტორნჰილი. ორკესტრთან ერთად მღეროდნენ ჰელენ ფორესტი, პეგი ლი და ეპიზოდურად ელა ფიცჯერალდი. მცირე ჯგუფებში არჩევდა აღედგინა ძველი შემადგენლობა ტედი უილსონთან, ლაიონელ ჰემპტონთან, ჯინ კრუპოისთან, ჰარი ჯეიმსთან.

 

1938 წელს გუდმენი გახდა პირველი ჯაზმენი, რომელმაც შეასრულა კლასიკური მუსიკა. მის რეპერტუარში იყო ბარტოკის “კონტრასტები” (ვიოლინოს, კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის), მოცარტის, კოპლენდისა და ჰინდემიტის სიმფონიური ნაწარმოებები ორკესტრისთვის და კლარნეტისთვის.

 

1939 წელს გამოუშვა წიგნი King Of Swing, 60-იან წლებში გახდა რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია