დაინახე მტრის თვალით

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-06-2014, 16:41 | მსოფლიო | ნანახია - 2098

დაინახე მტრის თვალითმართაიამანიძე

 

გეოპოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე რუსეთის ე.წ სამეზობლოში ბევრი შეფასება გაკეთდა. იმან, რაც მოვლენათა ეპიცენტრში - უკრაინაში - მოხდა და დღესაც ხდება, ყველას კარგად გაახსენა ერთ დროს ბატონი პუტინის მიერ გამოხატული „წუხილი,“ რის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქნა შერაცხული. აღნიშნული განცხადება ალბათ ყველას მაშინ გაგვახსენდა, როდესაც უკრაინის ანექსიის მიმართ რუსეთის ინტერესის ახსნას ვცდილობდით. სამომავლო შედეგის გაანალიზებისას ზოგი შეშფოთდა, ზოგმა სანქციები დააწესა, ზოგმა თავის მართლება დაიწყო რუსეთს უფრო პრინციპული პოზიცია რომ ვერ დაუპირისპირა. დანარჩენებმა საერთაშორისო სამართალს მივუსამძიმრეთ და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვის პროცესის დაწყებაზე გავაკეთეთ მინიშნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი, ვისაც ეს მოვლენები გვაწუხებდა, ჩვენსავე გამჭრიახობას ვუხმობდით, რათა რუსეთის ფედერაციის ქმედებისთვის ჩვენეული ახსნა-განმარტება მიგვესადაგებინა.

მაგრამ იქნებ ვცადოთ რუსეთის ფედერაციის თვალით დავინახოთ ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ძვრები და შევაფასოთ მისი შემდგომი მნიშვნელობა უფრო ფართო რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში?  

ალბათ, პირველ რიგში, თავი უნდა წარმოვიდგინოთ პრეზიდენტ პუტინის ადგილას და განვსაზღვროთ ის, თუ რა არის რუსეთის ინტერესი მის ე.წ. სამეზობლოში. ინტერესის სფერო ძალზე დიდია, დაწყებული აღნიშნულ ქვეყნებში თავისი გავლენის ზრდით/მოპოვებით და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამოყენებით, დამთავრებული ენერგო რესურსებზე დასავლური ქვეყნების წვდომის შეკავებით. ინტერესის რეალიზებისთვის იგი სტრატეგიას იყენებს (რაც განსხვავდება რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაცხადებული სტრატეგიისგან, თუ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისგან). იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სტრატეგიის პირდაპირიდაირიბი  სახე, საინტერესოა იმის ახსნა რა სტრატეგიული მიმართულებით ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი.  

სტრატეგიის მთავარ ღერძს წარმოადგენს  რუსეთისსამეზობლოშინატო-სადაევროკავშირისგაფართოებისშეჩერებაძირითადმოათამაშეთაგანცალკევებისგზითეს პირდაპირი  და ირიბი სტრატეგიის კომბინაციას წარმოადგენს. ამათგან პირველი - გაფართოებისშეჩერება - ორიენტირებულია ნატო-ს/ევროკავშირის ინტერესის რუსეთის სასარგებლოდ ცვლილებაზე (პირდაპირი სტრატეგია); ხოლო მეორე - რუსეთისსამეზობლოშიძირითადმოათამაშეთაგანცალკევება მიზნად ისახავს რეგიონის ძალთა ბალანსის ცვლილებას რუსეთის საპირწონედ (ირიბი სტრატეგია).

კომპლექსურია. მაგრამ გავამარტივოთ.

1. ნატო-სადაევროკავშირისგაფართოებისშეჩერება (პირდაპირისტრატეგია)

ბევრი კამათი შეიძლება იმაზე, არის თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის ინტერესი მისი შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით. მაგრამ დეკლარირებული გზავნილი, რომ საქართველო და უკრაინა ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები, და მეორე მხრივ ასოცირების შეთანხმების შეთავაზება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის ალბათ საკმარისი მიზეზია, რომ ოფიციალური მოსკოვი „შეწუხდეს.“ სწორედ ამიტომ რუსეთისსტრატეგია ეფუძნება ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აღმოსავლეთით  გაფართოების მიმართ ინტერესისცვლილებას. ჯერჯერობით ეს ხერხდება - 2008 წელს ბუქარესტის სამიტმა კარგად აჩვენა, რომ ბერლინსა და პარიზში გულგრილად უყურებდნენ MAP-ის შეთავაზებას საქართველოსა და უკრაინისთვის. 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა კი ევროკავშირში აზრთა დაყოფაზე კიდევ ერთხელ მიანიშნეს (როდესაც წვერი ქვეყნები რუსეთის მიმართ სანქიცების დაწესებაზეც კი ვერ შეჯერდნენ). ამგვარად ნატო-ც და ევროკავშირიც დაყოფილია შიგნიდან. მათი დაყოფა იყო და არის რუსეთის სტრატეგიის მთავარი მიზანი. რადგან დასავლურ ქვეყნებს არ აქვთ კონსოლიდირებული მიდგომა აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ, რუსეთი მშვენივრად მანევრირებს დაყოფილ სივრცეში. ეს შემდეგი საშუალებებით ხორციელდება:

 

რუსეთი უბრალოდ აიძულებს ევროკავშირს თავის ინტერესებში არჩევანი გააკეთოს - სურს ეკონომიკური კავშირები (იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად რუსეთზე არიან დამოკიდებული), თუ სურს აღმოსავლეთ გაფართოება;

ვინ, თუ არა პუტინმა იცის, თუ როგორ შეიძლება დროის ფაქტორის თავის სასარგებლოდ შეტრიალება. საქართველოს ოკუპაციით და უკრაინის ანექსიით რუსეთის ფედერაციამ დრო დასავლეთის მტრად აქცია - მან აჩვენა, რომ პირდაპირი სამხედრო ოკუპაციით შესაძლებელია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეზობელი ქვეყნების პოტენციური ინტეგრირება გაურკეველი დროით „შეაჩეროს;“

რუსეთი თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში ახალ ინტერესთა სფეროს ქმნის - ერთგვარად მას მომზადებული აქვს „გეგმა ბ.“ იმ შემთხვევაშიც კი თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთის გაზზე, მას დივერსიფიცირებული აქვს ბაზარი - ჩინეთთან შეთანხმების საფუძველზე მომავალი 30 წლის მანძილზე რუსული გაზის ექსპორტს ალბათ საფრთხე არ დაემუქრება. რუსეთ-ჩინეთის შესაძლო „დაძმობილებას“ კი არცთუ არხეინად უყურებენ ოფიციალურ ვაშინგტონში.

პუტინი არ არის ცუდი სტრატეგოსი. მან პირველად სამხედრო იერიში ყირიმზე მიიტანა, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინზე. მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიამ შესაძლოა უფრო კონსოლიდირებული რეაქცია  გამოიწვიოს ვაშინგტონსა და ბრიუსელში. სწორედ ამიტომ ის რისკებს ითვლის და ჯერ არ ჩქარობს აღმოსავლეთ უკრაინის სრულ ანექსიას.

 

ჩამოთვლილი საშუალებებით რუსეთი ევროკავშირისა და ნატო-ს ინტერესებით ლავირებს - ზეწოლას ახდენს მათზე, რათა დააფიქროს, რამდენად მიზანშეწონილია მათი გაფართოება აღმოსავლეთით.

2რუსეთისსამეზობლოშიძირითადმოათამაშეთაგანცალკევება (ირიბისტრატეგია)

რუსეთის სამეზობლო პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური სიჭრელით ხასიათდება. სამხრეთ კავკასიაში რუსეთს ხელს აძლევს ის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს არ გააჩნიათ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. საქართველო კი თავისი პოლიტიკური ორიენტირის გამო ერთხელ უკვე „დაიტუქსა.“ 2008 წელს რუსეთის ომმა საქართველოსთან კლასიკური მაგალითი უჩვენა მეზობელ ქვეყნებს, როგორ შეიძლება დაისაჯონ ისინი თავ-თავიანთი გეოპოლიტიკური არჩევანისთვის. 2008 წლის შემდეგ უკრაინამ ხელები გაასავსავა ნატო-ს წევრობის პერსპექტივაზე და არც ცენტრალურ აზიაში გამოუხატავთ აღტკინება დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციით. არა-ნატოს წევრი სამხრეთ კავკასია რუსეთს თურქეთის დასაბალანსებლად სჭირდება. უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში - მთელი  ცენტრალური აზიის, ბელორუსის, უკრაინის და მოლდოვეთის ნატო-ში ინტეგრაციის „პრევენცია“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ ძალთა მობილიზაციას ემსახურება. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში უკრაინა საკვანძო ნაწილია, რის გამოც საქართველოს შემდეგ დარტყმის ქვეშ სწორედ იგი აღმოჩნდა. უკრაინის ანექსიით რუსეთი მიუახლოვდა აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებს და იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარემო, რომლებიც ნატოსთვის „ბუფერის“ როლს ასრულებდნენ, ერთობ გაართულა.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა უკვე შეცვალა პოლიტიკური ამინდი მის სამეზობლოში - რეგიონში დაიწყეს ფიქრი რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ნატო-სკენ სვლა. მეორე მხრივ, მოხდა რეგიონით დაინტერესებული გარე მოთამაშეების (აშშ, ევროკავშირი, ნატო) შიგნიდან დაყოფა. ყოველივე ამან 2014 წელს ხელსაყრელი წინაპირობა შექმნა უკრაინის ანექსიითვის. შედეგად, უკრაინის მხარდამჭერთა რიცხვმა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იკლო. რუსეთის სტრატეგიის ფუძეც ეს არის - სამეზობლოში ძირითად მოთამაშეთა განცალკევება, ძალაუფლებისგანმტკიცებისგზით. დღესდღეობით სტრატეგიის მიზანი პოლიტიკური ძალთა ბალანსისშენარჩუნებაა - უკრაინის ანექსიამდე დასავლეთი უკვე დაყოფილი იყო შიგნიდან, ხოლო რუსეთის სამეზობლო - დაშინებული. პუტინს მხოლოდ არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნება-ღა ერგო „მისიად.“ ეს უნისონშია რუსეთის ბერკეტებთან:

 

რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ მის სამეზობლოში არსებული ქვეყნები ქაოსით იყვნენ მოცული და მიუახლოვდნენ არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსს. ამგვარ გარემოში ის იოლად მოახერხებს ძალაუფლების დემონსტრირებას;

რუსეთის მიერ ინსპირირებული სეპარატისტული კონფლიქტებით მანიპულირება ზეწოლის უცვლელ ნაწილს წარმოადგენს.

რუსეთის სამხედრო ბაზები მეზობელ ქვეყნებში, როგორც სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების გზა და ე.წ „მე-5 კოლონა,“ როგორც მეზობელი ქვეყნების საზოგადობებში რუსეთისთვის მაამებლური პოზიციის ფორმირების გზა;

დასავლეთ ევროპის მთავარი მოთამაშეების გერმანიასა და საფრანგეთთან აქტიური დიპლომატიური მუშაობა, რათა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი გაურკვეველი ვადით იქნას შეჩერებული.

 

ბუნებრივია, ამგვარი „ბალანსი“ დესტრუქციაზეა გათვლილი. საქართველოსთან ომმა ბევრი სკეპტიკოსის დარწმუნება ვერ შეძლო, რომ დარტყმა არა მხოლოდ „რეჟიმის ცვლილებას,“ არამედ რეგიონში ძალთა გადანაწილებას ემსახურებოდა. სამწუხაროა, რომ ვერც 2014 წელმა შეძლო ამგვარი სკეპტიციზმის განეიტრალება. ორი ქვეყანა - საქართველო და მოლდოვა რუსეთს საფიქრალს უჩენს, რის გამოც იგი განაგრძობს ზემოთჩამოთვლილი ბერკეტებით მათი დასავლეთთან ინტეგრაციის „შეკავებას.“ არსებული სტატუს-ქვო და განცალკევებული მოათამაშეები კი შესანიშნავად ერგება მის პოლიტიკურ მიზნებს.

დასკვნისსახით:

როგორც ვიხილეთ რუსეთის სტრატეგია - ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების შეჩერება მის სამეზობლოში ორი ძირითადი საშუალებით ხორციელდება: (1) ნატო-სა და ევროკავშირში აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ ინტერესის ცვლილებით და (2) რუსეთის სამეზობლოში ძალაუფლების განმტკიცებით. შესაბამისად, მიზანს, ერთი მხრივ წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირის შიგნიდან დაყოფა, ხოლო მეორე მხრივ - რეგიონში პოლიტიკური ძალთა ბალანსის შენარჩუნება.   

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს სტრატეგიის განსახორციელებლად საკმარისი შესაძლებლობა და რესურსი აქვს. სხვა საკითხია, რა სტრატეგიული მიმართულებით ხელმძღვანელობენ თავად ბრიუსელსა და ვაშინგტონში. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი თავისი დესტრუქციული დიპლომატიით დასავლეთის „ინტერესს“ შინაარს უცვლის, რაც განაპირობებს იმას, რომ მაგალითისთვის, საქართველოს, „MAP-ზე უკეთესი აქვს“, უკრაინას კი ისიც არ აქვს. ასევე ბუნდოვანია რა სტრატეგია აქვთ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ კიდევ სუსტები არიან იმისთვის, რომ მსხვილკალიბრიან რუსულ გავლენას წინ აღუდგნენ, ან პოლიტიკური სტატუს-ქვო დაარღიონ.

ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევს. ჩვენ კი - მათ ვისაც „უკან სსრკ-სკენ“ გახედვა არ გვსურს, ის-ღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, ორივე მოთამაშე რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური სტატუს-ქვოს წინააღმდეგ შეშფოთების გარდა პოზიციების გადახედვას მაინც დაიწყებს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია