„ივერიის“ ახალი რუბრიკა - წიგნი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-06-2014, 15:19 | წიგნები | ნანახია - 1841

„ივერიის“ ახალი რუბრიკა - წიგნიციცერონი ამბობდა, რომ ოთახი წიგნის გარეშე უსულო სხეულს ჰგავსო. ინტერნეტ-გამოცემა „ივერიამ“ გადაწყვიტა ახალი რუბრიკის დაწყება - წიგნი. მისი მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა კითხვის კულტურისადმი.

 

 „ივერიის“ დამფუძნებლები და ავტორები შემოგთავაზებენ მათი თვალით დანახულ და აღქმულ ახალწაკითხულ წიგნებს. ამ რუბრიკის ფარგლებში მონაწილეობა ნებისმიერ მკითხველსაც შეეძლება - მათი რეცენზიების გამოქვეყნებას დიდ პატივად ჩავთვლით, რადგან ეს „ივერიასა“ და მკითხველს შორის თანამშრომლობის აუცილებელი ელემენტია. წიგნების არც თემები იქნება შეზღუდული, არც მათი გამოქვეყნების დრო და რასაკვირველია, არც მათი რეცენზიების ფორმატი.

 

წიგნი ბევრია, წასაკითხი დრო კი ცოტა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ივერიის“ წიგნის რუბრიკაში განთავსებული რეცენზიები ერთი მხრივ ბევრს დაეხმარება, აირჩიოს მომავალში წასაკითხი წიგნები.

 

მეორე მხრივ კი, რეცენზიების მონაცემთა ბაზის შექმნა წაახალისებს განათლებას ახალგაზრდებს შორის. 1879 წელს ილია ჭავჭავაძისა და მისი მეგობრების მიერ დაარსებული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ახალ თაობას საქველმოქმედო საღამოებითა და წარმოდგენებით იზიდავდა წიგნისკენ. დღეს კი, ინტერნეტის და ნაკლები კითხვის ეპოქაში, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უპირველესად ინტერნეტის საშუალებით ინტერესდება ამა თუ იმ ლიტერატურის შესახებ.

 

მოკლედ, ვიკითხოთ მეტი წიგნი და საჯაროდ გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია