კალენდარი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-07-2014, 13:15 | მსოფლიო | ნანახია - 1393

3 ივლისის დღის მოვლენები

 

3 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 184-ე დღე (ნაკიან წლებში – 185-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 181 დღე.

 

1819 წელი–– აშშ-ში პირველი შემნახველი ბანკი გაიხსნა. 

1852 წელი-- აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის მეორე ზარაფხანა დააარსა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.

1884 წელი-- დოუ ჯონსმა აქციათა პირველ ინდექსი გამოაქვეყნა.

1885 წელი-- კარლ ბენცმა პირველად გამოცადა თავისი ავტომობილი.

1916 წელი-- სასამართლომ ,,ტიტანიკის’’  დაღუპვის საქმე განიხილა.

1928 წელი-- პირველი ფერადი სატელევიზიო ტრანსლაცია განხორციელდა ლონდონში. 

1936 წელი-- საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა საი (ГАИ). 

2004 წელი-- ტაილანდის დედაქალაქ   ბანგკოკში გაიხსნა მეტრო.

2007 წელი-- განამ ახალი ვალუტა - განიური ცედი - შემოიღო. 

2008 წელი--  59 წლის შემდეგ ჩინეთსა და ტაივანს შორის ჩარ



ტერული რეისები განახლდა.

 

იუბილარები

 

ბესო ხიდაშელი––ქართველი მსახიობი

ლელა თათარაიძე––კომპოზიტორი

ლუი XI — საფრანგეთის მეფე

კრუზი, ტომ — ამერიკელი მსახიობი

კარლოს კლაიბერი––ავსტრიელი დირიჟორი

ტომ სტოპარდი––ინგლისელი დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი და კრიტიკოსი

 

ფრანც კაფკა — ავსტრიელი მწერალი

 

სოცოცხლეში ფრანც კაფკას მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოები გამოქვეყნდა. სიკვდილის წინ ფრანცმა თავის მეგობარს, მწერალს, ფილოსოფოსს, პუბლიცისტს, მაქს ბროდს სთხოვა დაეწვა მისი ყველა ნაწარმოები. მაგრამ მკითხველთა საბედნიეროდ მეგობარმა არ შეასრულა ეს თხოვნა, შემოინახა მისი შედევრები და გამოაქვეყნა. განადგურდა მხოლოს ფრანც კაფკას რამდენიმე ნაწარმოების ხელნაწერი, რომელიც მის სატრფოს ჰქონდა. ქალმა დაწვა ისინი, თუმცა ყველა მაინც ვერ გაიმეტა.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია