რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ოთხმხრივი შეხვედრა ბერლინში: მიზანი მიღწეულია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-07-2014, 15:24 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 1396

რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის  ოთხმხრივი შეხვედრა ბერლინში: მიზანი მიღწეულია

 

 გერმანიის ინიციატივით, ბერლინში ერთმანეთს რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მთავარი დიპლომატები შეხვდნენ, სადაც უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირებაზე ისაუბრეს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი მიღწეულია,”- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ დაზავების პირობების, ასევე საკონტაქტო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. რუსმა და უკრაინელმა მინისტრებმა, სეპარატისტების წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრაც დაგეგმეს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია