კალენდარი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-07-2014, 16:39 | მსოფლიო | ნანახია - 1434

კალენდარი

 

4 ივლისის დღის მოვლენები

 

1054წელი––აფეთქდა ზეახალი ვარსკვლავი და შეიქმნა კიბორჩხალისებრი ნისლიანობა‎.

1776 წელი-- ბრიტანეთის ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონიის კონტინენტურმა კონგრესმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. 

1884 წელ--საფრანგეთმა ამერიკელ ხალხს თავისუფლების ქანდაკება აჩუქა.

1918 წელი-- ბოლშევიკებმა რუსეთის მეფე ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს.

1934 წელი--ჯო ლუისმა  გაიმარჯვა  პირველ პროფესიულ კრივის ტურნირში.

1950 წელი--რადიო თავისუფალი ევროპის პირველი ტრანსლაცია მოწეყო.

2004 წელი -- საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები 2004 წლის ევროპის ჩემპინატის თასის მფლობელი გახდა,  ფინალში მან  პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 1:0.

 2009 წელი  ავსტრალიაში აღმოაჩინეს გაქვავებული დინოზავრის სამი სახეობა :                              ავსტრალოვენატორი, დიამანტინაზავრი და ვინტონოტიტანი.  

2010 წელი-- ჩოგბურთში, ესპანელი რაფაელ ნადალი და ამერიკელი სერენა უილიამსი 2010 წლის უიმბლდონის პირველობის ჩემპიონები გახდნენ.

დღეს აშშ  დამოუკიდებლობის დღეა

******

იუბილარები

სტივენ ფოსტერი,  — ამერიკელი კომპოზიტორი

ჯორჯ ევერესტი--ინგლისელი გეოგრაფი , მისი სახელი ეწოდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს

ჯუზეპე გარიბალდი--იტალიელი რევოლუციონერი და სახალხო გმირი

ჯინა ლოლობრიჯიდა--იტალიელი მსახიობი

ფრუნზიკ მკრტჩიანი --მსახიობი

თემურ ყვითელაშვილი — ქართველი  გიტარისტი

გურამ რჩეულიშვილი,  — ქართველი მწერალი

“მე დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, სკოლაში დავდიოდი, დავდიოდი ისევ და ისევ თქვენთან ერთად – კინოებში, თეატრებში და ექსკურსიებზე, ზაფხულობით ბორჯომში, მერე ზღვაზე, ზამთარში ბაკურიანში; ვიცვამ თქვენსავით ბუტილკა შარვალს 1955 წლიდან და არ ვატარებ ქუდს. ჩვენ ყველა ვიზრდებით ერთად, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ყველა ერთი და იმავე წიგნიდან სწავლობს იმას, რაც მის ბუნებასთან ყველაზე ახლოა; მე, თქვენგან განსხვავებით, დავდივარ უჰალსტუხოდ, გაღეღილი გულით და მძიმე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელად პირდაღებულებითაც, რადგან ახალი მაღალყელიანის შოვნა საერთოდ ძნელია, მე კი შევეჩვიე მათ, ისინი არიან მძიმე და ერთგული, მადგებიან ერთნაირად ოპერაში და მთაში, კინოში და ჩხუბში.’’

გურამ რჩეულიშვილმა 26 წელიწადს იცოცხლა, სიცოცხლითაც და სიკვდილითაც კაცობის ლეგენდად დარჩა და ყველა თაობის თანამედროვედ იქცა…

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია