“საქინფორმი”: ივანიშვილმა რუსი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი საქართველოში მოიწვია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-06-2013, 21:16 | ბლოგები | ნანახია - 1728

"საქინფორმი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც არ ასახელებს, იუწყება, რომ ივანიშვილმა საქართველოში მოიწვია რუსეთში მოღვაწე, ეროვნებით სომეხი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი. ის წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან არის. “საქინფორმის" ინფორმაციით, აირაპეტიანი და ივანიშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ივანიშვილი რუსეთში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ლევონ აირაპეტიანი არის "რუსეთის ჯავახკის დიასპორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მოწვევა კერძო ხასიათისაა და არაოფიციალური. იქვე აღნიშნულია, რომ სტუმრობის ხარჯებს მასპინძელი სრულად იღებს თავის თავზე. აქვე მკითხველს ახსენებენ, რომ "რუსეთის ჯავახკის დიასპორის" პრეზიდენტი აგასი არაბიანი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული იყო პერსინა ნონგრატად და შესაბამისად, ის ამ ვიზიტისას აირაპეტიანს ვერ ჩამოყვება.

დამეთანხმებით, ძალზედ საინტერესო სამეგობრო ჰყოლია ბ-ნ პრემიერს.  "რუსეთის ჯავახკის დიასპორის" საქმიანობას ვინც არ იცნობთ, გეტყვით, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჯავახეთის ტერიტორიაზე ავტონომიის გამოცხადებას ითხოვს და მათი დიდი ოცნება ამ ტერიტორიის სომხეთთან მიერთებაა. ალბათ, ეხლა მაინც ვხვდებით ამ ჩვენი მინისტრების ასეთ გააქტიურებას სომხეთის მიმართულებით. ეს ივანიშვილის პირადი სამეგობროს გავლენით არის გამოწვეული და ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენების უდიდესი ნაწილი, დაფარულია ფართო საზოგადოებისათვის. ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, ვინმეს განეხილოს ან შეკითხვა დაესვას პრემიერისთვის სომხეთის მიმართულებით ასეთი აქტივობის შესახებ. 

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია