კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-07-2014, 08:28 | კულტურა | ნანახია - 1622

კარლოვი  ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვაკარლოვი  ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვა. ,,სიმინდის კუნძული’’ ფსიქოლოგიური დრამა გახლავთ და აფხაზი ბაბუისა,  შვილიშვილის და ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარ როლებს თურქი მსახიობი ილია სალმანი , არაპროფესიონალი მსახიობი, 14 წლის მარიამ ბუთურიშვილი, ტამერ ლევენტი და ირაკლი სამუშია ასრულებენ. ფილმზე იმუშავა ემის მფლობელმა ოპერატორმა ელემერ რაგალმა . კომპოზიტორი – იოსებ ბარდანაშვილი, სცენარის ავტორები კი – ნუგზარ შატაიძე, გიორგი ოვაშვილი და რულოფ იან მინებოა.

 

კარლოვი  ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი“ და 25 000 $ ქართველი რეჟისორის ფილმმა ,,სიმინდის კუნძულმა’’ მოიპოვაესაა პროექტი, რომლის გადამღები ჯგუფი 12 ქვეყნის პროფესიონალი კინემატოგრაფისტებით იყო დაკომპლექტებული.  გადაღებებში, საქართველოს გარდა, ფრანგული, გერმანული, ყაზახური და შვეიცარიული მხარე იყო ჩართული. „სიმინდის კუნძულმა“ ლამის მთელი მსოფლიო გააერთიანა.

 

ქართველ რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმს კარლოვი ვარის ფესტივალის შემდეგ უკვე ქართველი მაყურებელიც იხილავს. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია