თბილისში თემურ ჩხეიძის სახელოსნო იხსნება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-07-2014, 16:38 | კულტურა | ნანახია - 1160

2014 წლის ოქტომბრიდან, სამეფო უბნის თეატრში  იხსნება თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, რომელსაც რეჟისორი, თემურ ჩხეიძე უხელმძღვანელებს. ცენტრი იმუშავებს სახელოსნოს პრინციპით,  სადაც თეატრის რეჟისორები, დრამატურგები  და თეატრმცოდნეები  2 სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე სრულყოფენ თავიან პროფესიულ უნარებს, შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან.  სასწავლო პროცესი წარიმართება თემურ ჩხეიძის უშუალო ხელმძღვანელობით. სახელოსნოში მიღება კონკურსის წესით მოხდება.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია