საზოგადოება ივერიის განცხადება უკრაინის საჰაერო სივრცეში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-07-2014, 14:34 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 2263

საზოგადოება ,,ივერია’’ უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ,,მალაიზიის ავიახაზების’’  სამგზავრო თვითმფრინავის წინააღმდეგ განხორციელებულ შემზარავ ტერაქტთან დაკავშირებით.

 

 არსებული ფაქტები საკმაოდ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეგზავნილი  და მხარდაჭერილი ტერორისტული ფორმირებების მიერაა ჩამოგდებული მათსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

 ეს შემზარავი მოვლენა იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის პირდაპირი  შედეგია, რომელსაც კრემლი წლების მანძილზე  თავისი მეზობლების  და ამ შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ  ანხორციელებს.

 

 

იმედია საერთაშორისო თანანმეგობრობა ადეკვატურ პასუხს გასცემს რუსეთის ფედერაციის ამ აგრესიულ პოლიტიკას.

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია