თარიღები - ბრაიან მეი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-07-2014, 20:13 | კულტურა | ნანახია - 1183

თარიღები - ბრაიან მეიბრაიან მეი ინგლისელი მუსიკოსი და ასტროფიზიკოსი, ცნობილი ჯგუფის „Queen“ გიტარისტი იყო. ბრაიან ჰაროლდ მეი ,,ყველა დროის 100 უდიდეს გიტარისტს“ შორისაა. ის 1947 წლის 19 ივლისს ლონდონში დაიბადა. სასცენო ცხოვრების მანძილზე ბრაიანი იყენებდა გიტარას „Red Special“-ს, რომელსაც მუსიკოსი მამამისის დახმარებით 2 წლის განმავლობაში ამზადებდა, შემდგომში მან გიტარის ჟღერადობა გაზარდა. მუსიკოსის კარგი ტექნიკისა და დაკვრის თავისებური სტილის გამო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ბრაიან მეი დაკვრისას ექვს პენსიან მონეტას იყენებდა, გიტარა ერთბაშად ვიოლინოს, სინთეზატორის, საყვირისა და სხვა ინსტრუმენტების ხმებს გამოსცემდა.

 

გიტარაზე დაკვრა ბრაიანმა 7 წლის ასაკში მამის ხელმძღვანელობით დაიწყო. გიტარის გარდა ის ფორტეპიანოზეც მეცადინეობდა. ბრაიანმა სწავლის დროს ჯგუფი „1984“ ჩამოაყალიბა. 1967 წლიდან მან სწავლა უმაღლეს სასწავლებელში - "იმპერიულ კოლეჯში" განაგრძო.  "იმპერიულ კოლეჯში" ბრაიანთან ერთად სწავლობდა ტიმ სტაფელი, რომელიც თავსი დროზე ბრაიანთან ერთად ჯგუფ 1984-ში უკრავდა. ბრაიანმა და ტიმმა კოლეჯში ახალი ჯგუფი Smile–ი  შექმნეს.  მათ დასარტყამ ინსტრუმენტზე შემსრულებლად აიყვანეს როჯერ ტეილორი. მალე შეუერთდათ ფრედი მერკური, რომელმაც ჯგუფს სახელი შეუცვალა და Queen დაარქვა.

 

ჟურნალ ,,როლინგ სტოუნის“ რეიტინგში „ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი“ ბრაიან მეიმ 39-ე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია