დედოფლის გორაზე სამეფო სასახლე აღმოაჩინეს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-07-2014, 16:27 | კულტურა | ნანახია - 1918

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქარელის რაიონში, "დედოფლის გორაზე", სამეფო სასახლე გამოვლინდა, რომელიც ძვ.წ. II - ახ.წ. I საუკუნეებით თარიღდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია "დედოფლის გორაზე"

ძვ.წ. IV ათასწლეულის - ახ.წ. VI საუკუნით დათარიღებულ მრავალფენიან ძეგლს სწავლობს. სასახლის გარდა, აღმოჩენილია დარბაზები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, რკინის შამფურები, ბრინჯაოს სასწორი და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტები. ძეგლი ახ.წ. 80 წელს ძლიერი მიწისძვრის დროს განადგურდა. ბორცვის შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში იულონ გაგოშიძის ექსპედიციამ დაიწყო. ძეგლის შემსწავლელი ერთობლივი საერთაშორისო პროექტი 2013 წელს დაიწყო, დღეისათვის უკვე გამოვლენილია ანტიკური, ადრერკინის, გვიანბრინჯაოს და ადრებრინჯაოს ხანის ფენები. იკვეთება ადრერკინის ხანის, ქვით ნაშენი გალავნის ნაშთები. საქართველოს მხრიდან ძეგლის კვლევას იულონ გაგოშიძე ხელმძღვანელობს, იტალიის მხარეს კი კა-ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა როვა უძღვება.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია