აღმოჩენილია მიხაკო წერეთლის ხელნაწერთა 15 ტომი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-07-2014, 09:05 | წიგნები | ნანახია - 1705

აღმოჩენილია ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ხელნაწერთა 15 ტომი. მათი უმრავლესობა გამოუქვეყნებელია და ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი პუბლიკაციის „შუმერული და ქართული“  გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი…

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878 – 02.03.1965)  ცნობილია  როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების  "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს და „თეთრი გიორგი“–ს  ლიდერი.  სამეცნიერო თვალსაზრისით, მიხაკო წერეთელი, იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია