პალესტინა - ისრაელი, ახალი თეორიები ძველ თემაზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-07-2014, 13:20 | მსოფლიო | ნანახია - 3012

პალესტინა - ისრაელი, ახალი თეორიები ძველ თემაზენოდარ ხარშილაძე

 

დღეს, ბოლო 5 წლის მანძილზე, ღაზას სექტორში, ისრაელი  რიგით მესამე ანტი ტერორისტულ ოპერაციას ატარებს. საინტერესოა, რა მიზანი აქვს კიდევ ერთ მცირე ომს და რა შედეგი მოჰყვება  მას.

ამ ეტაპზე  პალესტინის მხრიდან, 1050 ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ , მათ შორის  ბავშვებიც. დაიღუპა ისრაელის 45 მოქალაქე( სამხედრო) და ტაილანდის 1 მოქალაქე.

 

ოპერაციის დინამიკა :

 

ისრაელი - პალესტინის დაპირისპირებაში ისრაელი ძლიერი მხარეა თავისი ჯარით, დაზვერვით და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ ეტაპზე ისრაელის 65 ათასი რეზევრისტია მობილიზებული, რომელიც  ღაზას  საზღვართან ახლო მდებარე რამდენიმე რაონში შევიდა, დანარჩენს კი ბომბავს ოპერაციის პრიორიტეტების მიხედვით,  ძირითადად ავიაციას და ტანკებს იყენებს. მისი  სამიზნეა სამხედრო ინფრასტრუქტურა, იარაღის საწყობები და ჰამასის მეამბოხეები (განსაკუთრებით ლიდერები). 3000-ზე მეტი წარმატებული დარტყმა განხორციელდა, რაც ისრაელის განცხადებით ოპერაციის წარმატებას განაპირობებს.

ჰამასი პირდაპირ ბრძოლას თავს არიდებს, ვინაიდან ისრაელის სამხედრო -ტექნოლოგიური უპირატესობა აშკარაა, ძირითადად დივერსიულ მეთოდებს მიმართავს  და  რიგ შემთხვევაში  ტერორიზმს იყენებს, როგორც ბრძოლის მეთოდს.  ჰამასის სამხედრო ფორმირების ლიდერები  სარაკეტო დარტყმებს ანხორციელებენ  ისრაელის მიმართულებით და დღეისთვის უკვე 2000-ზე მეტი რაკეტაა ნასროლი, რომელთა უმეტესეობა  ისრაელის საჰაერო და რაკეტ საწინაამღდეგო თავდაცვამ გაანადგურა.

მოკლედ,  განსაკუთრებული  ამჯერადაც არაფერი ხდება.  ჰამასის სარაკეტო დარტყმებს თითქმის არანაირი შედეგი  მოაქვს. შეიძლება ისრაელის სამხედრო ოპერაცია  ნაწილობრივ წარმატებულად ჩაითვალოს, თუ არ გავითვალისწინებთ ღაზელების საშინელ, სამოქალაქო დანაკარგებს, განსაკუთრებით ბავშვების გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი სამხედრო წარმატებას აღწევს, მაგრამ  საინფორმაციო ომს აგებს.

პირადად მე  ორი კონსპირაციული თეორია მოვიძიე ამ ომის შესახებ, რომელთაც ახლა  გაგაცნობთ ( მე კონსპირაციის არ მჯერა ).

 

I თეორია  :  ჰამასი არავის სჭირდება,  რადგან იგი პოლიტიკური ხულიგნის სტატუსს ვერ გასცდა და შესაბამისად,  მისი განადგურება გადაწყდა. ზუსტად ამიტომ არ ჩაერია მოქმედებებში ჰეზბულა და ირანი და  ნაკლებად აქტიურია თურქეთი.  საერთოდ ჰამასის გაქრობა ყველას აწყობს, რა თქმა უნდა, ჰამასის გარდა.

პირადად მე ეს თეორია განუხორციელებლად მიმაჩნია.  მეამბოხე ორგანიზაცია ასე ადვილად  არც  ქრება და არც  ჩნდება. ეს ჰოლივუდის ფილმი არაა,  ამბოხება გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. თავისთავად, შეიძლება ხელი შეუწყო ამბოხების გაძლიერებას, ან დასუსტებას,  დაეხმარო, ან ებრძოლო მას, მაგრამ სანამ მისი გამომწვევი მიზეზები არსებობს მასებში, ის იარსებებს. ასეთი ორგანიზაციები ვითარდებიან, ან დეგრადირებას განიცდიან, ხანდახან მათ ახალი უფრო რადიკალური, ან ლიბერალური ფლანგი გამოეყოფა ხოლმე, მთავარი ისაა, რომ გამომწვევი მიზეზები იმდენად მძიმე და აქტუალურია, რომ ხალხი მზად არის სიცოცხლე გაწიროს.

სანამ ეს მუხტი არსებობს იარსებებს ამბოხიც.

 

ლიდერების განადგურება მხოლოდ დროებითი და პრობლემის მოკლევადიანი გადაჭრის გზაა, მათი ჩანაცვლება, თითქმის, ავტომატურად ხდება. მოკლავთ პეტრეს - მოვა პავლე. მთავარია შემცვლელი წინამორბედზე უფრო ნიჭიერი და ენერგიული არ აღმოჩნდეს.

ფრანგული ოპერაცია ალჟირის ამბოხის დროს ( სადღაც 1959 -1961წწ)  სამხედრო დონეზე ტერორიზმთან და მეამბოხეებთან ბრძოლის  წარმატებულ მაგალითად ითვლება. ფრანგულმა  სპეცსამსახურებმა,  რაღაც ეტაპზე, ალჟირის მეამბოხეთა ორგანიზაციების თითქმის ყველა ლიდერის ერთდროულად გაანადგურება შეძლეს. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ,  მეამბოხეთა ახალი ლიდერები გამოჩდნენ და საფრანგეთმა, მიუხედავათ სამხედრო წარმატებისა,  ალჟირი დათმო.

 

II  თეორია  :  ჰამას ფული გაუთავდა,  საინფორმაციო გააქტიურება სჭირდებოდა და ისრაელს პროვოცირება მოუწყო.

რას ნიშნავს ეს - ღაზას  თითქმის არ გააჩნია ეკონომიკა,  ძირითადად  საერთაშორისო დახმარებებით ცხოვრობს,  რომელთაც თავისი სპეციფიკა აქვთ. რაღაც ეტაპზე დახმარებები მცირდება, რადგან დონორი მოელის, რომ სექტორი ნელ-ნელა თვითონ მიხედავს თავს. ჰამასის ელიტა დაინტერესებულია  დახმარება უწყვეტად მიიღოს და  შესაბამისად , დროგამოშვებით, პროვოცირებას უწყობს ისრაელს. მას ომი სჭირდება და   მიუხედავად სამხედრო და სამოქალაქო დანაკარგისა, თითქმის ყოველთვის იგებს საინფორმაციო ომს, შედეგაგ  ყურადღების ცენტრში - ხვდება.

ეს ომი, ბოლო 6 წლის მანძილზე,  მესამეა.  2008 წლის ბოლოს და 2012 წელს, ისარელმა დაახლოებით  მსავსი ინტესივობის ორი ოპერაცია ჩაატარა  განსაკუთრებული შედეგების გარეშე.

და ბოლოს, ორივე თეორიაში არის სიმართლის მარცვალი. ისრაელს მართლა სურს ჰამასის განადგურება, ამას ყველა დონეზე აცხადებს. თუმცა,  ეს ძალიან რთული ამოცანაა,  რადგან ჰამასის უკან ათწლეულობით დაგროვილი რისხვა დგას და სანამ ეს იქნება, იქნება ჰამასიც.

ბუნებრივია,  ჰამასს   მცირე ომები აწყობს, რადგან იგი ხელს  უწყობს მის მედიასივრცეში დაბრუნებას. საინფორმაციო ომს წარმატებით ეწევა და შესაბამისად რეკრუტირებას. რაც შეეხება საერთაშორიო დახმარებას - დახმარების  მიღების და კლების ლოგიკა სწორია, მაგრამ, ვფიქრობ,  ისე  სწრაფადაც არ მცირდება, რომ ყოველ 2-3 წელიწადში  ომი იყოს საჭირო.

 

დასკვნა :

 

ზოგადად ისრაელს   უნდა, რომ მისი სახელმწიფოს არსებობის  უფლება სცნონ თავის ისტორიულ მიწა-წყალზე, რომლის გამოც ჯერ კიდევ  რომის იმპერიას ებრძოდა, ასევე შეწყვიტონ მის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება და ტერაქტების  მოწყობა. პალესტინას კი  საუკუნების მანძილზე  დასახლებულ - კონტროლირებადი ისტორიული ადგილების დაბრუნება სურს, რაშიც  2000 წლის მანძილზე  არ არსებული და შემდეგ, უცებ,  ციდან ჩამოვარდნილი ებრაელთა სახელმწიფო ხელს უშლის.

 

ორივე მართალია. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია