გერმანიაში გამოფენა ,,ღვინის კულტურა" გაიმართება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-07-2014, 14:06 | კულტურა | ნანახია - 1495

გერმანიაში  გამოფენა  ,,ღვინის კულტურა"  გაიმართება21 აგვისტოდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, გერმანიის ევროპული კულტურის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცის მასპინძლობს.  გამოფენა წარმოდგენილი იქნება სახელწოდებით ,,ღვინის კულტურა" და გერმანიაში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება.

გამოფენაზე  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული,  ცნობილი ფოტოგრაფის,  დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916)  ნამუშევრები გამოიფინება, რომლებზეც  XIX-XX  საუკუნეებში ღვინის დამზადების პროცესია ასახული.  მნახველი,  ასევე,  ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიულ კოლექციებში  დაცულ  ღვინის დასამზადებელ მოწყობილობასაც იხილავს. საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ქართული რელიგიური და სახალხო დღესასწაულებისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები,  ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის წარმოდგენები  და  თანამედროვე  ქართული ლიტერატურის  საღამოები.

შეგახსენებთ, რომ ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში 8000 წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი  უჭირავს  ქართულ კულტურაში. 2013 წელს UNESCO-ს გადაწყვეტილებით ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიცია  კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის  სიაში  მოხვდა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია