ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გახდა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-08-2014, 12:09 | კულტურა | ნანახია - 1246

ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გახდამ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა  ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე  ჯორჯ ორუელის სპექტაკლი “ცხოველების ფერმა”  წარადგინა.

 

დამდგმელი რეჟისორი - გაი მასტერსონი
მხატვარი - სიმონ მაჩაბელი
კომპოზიტორი - გოგი ძოძუაშვილი
ქორეოგრაფი - მურო გაგოშიძე.

სპექტაკლის პრემიერა  ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივაზე შედგა. 2000 წარმოდგენიდან  “ცხოველების ფერმა”    საუკეთესოდ აღიარეს.

 

გთავაზობთ გაზეთ "სთეიჯის" (The Stage) თეატრის კრიტიკოსთა ედინბურგის ჯგუფის თავჯდომარის, ნიკ ოდის სიტყვას (უცვლელად) რომელიც ქართულ ენაზე წარმოსთქვა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დაჯილდოვებისას:


,, გამარჯობა!
მე ნიკ ოდი ვარ, გაზეთ სთეიჯის თეატრის კრიტიკოსთა ედინბურგის ჯგუფის თავჯდომარე. "სთეიჯი" დაარსდა 1880 წელს და დღემდე ბრიტანეთის თეატრალური დარგის წამყვან გაზეთად ითვლება.
"სთეიჯის" ნომინაცია სამსახიობო ხელოვნებისთვის ერთადერთია, რომლითაც ედინბურგის ფესტივალზე სამსახიობო ხელოვნება ჯილდოვდება.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი ჟიურის გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო - თქვენთვის, როგორც დასისთვის, ამ ჯილდოს მინიჭებისთვის, თქვენს მიერ წარმოდგენილი "ცხოველების ფერმის" შთამბეჭდავი შესრულებისთვის.
პატივი მაქვს "სთეიჯის" სახელით გადმოგცეთ ეს ჯილდო თქვენ, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასს.
გილოცავთ!"

 

 

ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გახდა""The Stage Award: for Acting Excellence, awarded to the entire ensemble of Animal Farm" - აი ეს დიდი ჯილდო მივიღეთ დღეს. ყველაზე პრესტიჟულმა ჟურნალმა ”The Stage” (სცენა), მოგვანიჭა ჯილდო - ”საუკეთესო დასი, საშემსრულებლო ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის”! ვიცოდი! ვიცოდი! ვიცოდი, რომ ამით დაგვირგვინდებოდა ჩვენი, უფრო სწორედ ჩემი დიდი რწმენა, რომ გავიმარჯვებდით!!! (ყველასგან პატიებას ვითხოვ ამპარტავნობისთვის). ვულოცავ ჩვენს თეატრს, ვულოცავ მთელ დასს, უკლებლივ ამ აღიარებას! ამ გამარჯვებას ჩემი დიდი პედაგოგის, მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნას ვუძღვნი!!!" - წერს თუმანიშვილის თეატრის სახმხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთი დოლიძე თავის ფეისბუქის გვერდზე.

 

გაზეთი ,,ივერია’’ ულოცავს მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ამ გამარჯვებას.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია