ჩიკ კორეა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-08-2014, 00:56 | კულტურა | ნანახია - 1447

ჩიკ კორეაგიგი კუბლაშვილი

 

Armando Antony ‘Chick’ Corea 

12.06.1941, ჩელსი, შტ. მასაჩუსეტსი. 

 

პიანისტი, ელექტროკლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელი, კომპოზიტორი, ჯაზ-როკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ექვსი წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, რვა წლიდან – დასარტყამ ინსტრუმენტებზე. რამდენიმე თვე სწავლობდა ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში, ბერკლის სკოლაში ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. დებიუტი ჰქონდა მამის ბენდში (დიქსილენდი), შემდეგ უკრავდა ბილი მეისა და უორენა კევინგტონის ორკესტრებში. 1962 წელს გადავიდა ნიუ-იორკში და დაიწყო თანამშრომლობა მონგო სანტამარიას ორკესტრთან. 

 

1964-1966 წლებში უკრავდა ბლუ მიტჩელის კვინტეტში, ხოლო 1967-68 წლებში _ სტენ გეტცის კვარტეტში. პირველი წარმატება მოუტანა დისკმა ,,Tones For Joan’s Bones”, რომელიც ჩაწერა `ჰარდ-ბოპის” სტილში ვუდი შოუსთან, ჯო ფერელთან, სტივ სვოლოუსთან და ჯო ჩეიმბერსთან ერთად. კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა მაილს დევისის ჯგუფში მუშაობამ (1968-1970), დისკები Filles De Kilemanjaro, In A Silent Way, Bitches Brew, Live Evil.
.

 

1971 წლებში კონტრაბასისტ დეივ ჰოლენდთან და დრამერ ბარი ალტინულთან ერთად შექმნა ფრი-ჯაზის სტილის ტრიო Circle, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა საქსოფონისტი ენტონი ბრექსტონი. ჯგუფი გასტროლებზე იმყოფებოდა აშშ-სა და ევროპაში, სადაც ჩაიწერა რამდენიმე ფირფიტა, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია Paris Concert (1971). 1972 წელს შეკრიბა ანსამბლი Return To Forever (სტენლი კლარკი, ჯო ფერელი, ფლორა პურიმი) – 70-იანი წლების საუკეთესო ჯგუფი `ფიუჟენის” სტილში, ლათინო-ამერიკული რიტმებით. შემდგომ წლებში ანსამბლს შეუერთდნენ დრამერი სტივ გედი, გიტარისტი ელ დიმეოლა  და ვოკალისტი გეილ მორანი, რომელიც გახდა კორეას მეორე ცოლია. ჯგუფის საუკეთესო ალბომები – Light As A Feather (1972), Hymn Of The Seventh Galaxy (1973), Where Have I Knowun You Before (1974), No mystery (1975), The Leprechuan (1976), My Spanish Heart (1976), The Mad Heart (1977), Music Magic (1977),  მსოფლიო აღიარება მოუტნეს კომპოზიციებმა La Fiesta, Cristall Silence, Spain, Spanish Song  და სხვ.

 

1973 წელს ჟურნალმა Down Beat კორეას უწოდა `კომპოზიტორი ნომერი ერთი”, 1975 წლიდან კი ის, როგორც ელექტროპიანოზე შემსრულებელი მუდმივად იკავებდა მაღალ საფეხურებს გამოკითხვებში. 1976-1977 წლებში მიიღო პრემია Grammy. დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა დუეტმა ჰერბი ჰენკოკთან (1978-1979). ჯგუფთან Return To Forever (გამოდიოდა 1984 წლამდე), ამ პერიოდში თანამშრომლობდა მაიკლ ბრეკერთან, კიტ ჯარეტთან, გერი ბერტონთან. გარდა ამისა, კორეა წერდა სოლო ალბომებსაც. 1984 წელს ჩაწერა მოცარტის `კონცერტი ორი კლავირისათვის”. 1985 წელს სცენაზე უმთავრესად წარადგენდა ორ პროექტს: Chick Corea Electric Band, Chick Corea Acoustic Band, ამ უკანსკნელში მონაწილებდნენ ჯონ პაგიტუჩი და დრამერი დეივ ბეკლი (მოგვიანებით გერი ნოვაკი). ამ ტრიოსთან ერთად გამოდიოდნენ ბობ ბერგი და ვოკალისტი ბობი მაკფერი.

 

კორეა – პირველი უნივერსალური პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯაზით. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: “მე ვცდილობდი გამეერთიანებინა დისციპლინა და სიმფონიური ორკესტრის ფერების სიმდიდრე, ჰარმონიის, მელოდიის მომხიბვლელობა და ჯაზისა და სხვადასხვა ხალხის ფოლკლორის რიტმული ენერგია”.  1970  მიიღო მეტსახელი “მისტერ საიენტოლოგია”. 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია