ჩრდილოეთ კავკასიაში ხალხი კვლავ ქრება უგზოუკვლოდ და კვდება უმიზეზოდ! კავკასია - ორი რეალობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-08-2014, 21:51 | მსოფლიო | ნანახია - 1573

ლადო  ჩალათაშვილი

 

ჩრდილოეთ კავკასია ყველას მიავიწყდა უკრაინის კრიზისის ფონზე,  და იქიდან  წამოსული ინფორმაცია ყურადღებას აღარ იქცევს, თუ რამე იმაზე უარესი არ მოხდა, რაც უკრაინაში ხდება. პრობლემები, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში ჰქონდა, უკრაინის კრიზის გამო არსად წასულა და არც აქტუალობა დაუკარგავს. კვლავ გრძელდება იატაქევშა, პარტიზანული მოძრაობა და ბრძოლა.

 

გასული კვირის მიწურულს დაღესტანში, კიზილიურტის რაიონში, პოლიციელებს უცნობი პირები დაესხნენ თავს. ერთი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელებზე  ძებნის ოპერაცია «ვულკანი-4» გამოცხადდა. მსგავსი ინციდენტები მრავლად ხდება, თუმცა, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ მასმედიას და ყველა მათგანი ვერ ხვდება მედიის ყურადღების ქვეშ.

 

ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც წესი, ორი შეხედულება არსებობს - ერთი, რომელსაც ოფიციალური მედია წარმოაჩენს და მეორე, რომელსაც იატაკქვეშეთის მხარდამჭერები ავრცელებენ. რა თქმა უნდა, ორივე მხარე სუბიექტურია მოვლენის გაშუქებისას და ძალიან რთულია ობიექტური რეალობის დადგენა.

 

ობიექტურ რეალობად კი რჩება ის, რომ რეგიონში დაპირისპირება გრძელდება და ეს კონფლიქტი, ინფორმაციის გაფილტვრითა და ჩახშობით არ მოგვარდება. ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების საინფორმაციო სივრცე ათასგვარი სისულელეებით არის სავსე. ყველაზე მეტი ყურადღება  სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამართულ ადგილობრივ შეჯიბრებებს ეთმობა.  შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს საინფორმაციო სივრცის შევსებას და ამ მიზნით წერენ და საუბრობენ ყველაფერზე. სინამდვილეში კი სპორტულ-კულტურული მშვიდი შირმის უკან ბევრი რამ იმალება.

 

მიმდინარე წლის ივლისში, რეგიონში მივლინებულმა ფედერალურმა ძალებმა, მხოლოდ ინგუშეთში, რვა სახლი ააფეთქა ე.წ «კონტრ ტერორისტული»  სპეცოპერაციისას. დაღესტანის, უნცუკულის რაიონის სოფლების - მეიდანოვსკოეს, ზირანისა და ბალახანის  მაცხოვრებლებმა დღემდე არ იციან რატომ გამოცხადდა მათ სოფლებში «კონტრტერორისტული რეჟიმი».  ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალოვანები მათ ხშირად სძალვან ფულს იმ მოტივით, რომ მომავალი «რეჟიმის» გამოცხადებისას ასაფეთქბელი სახლების რიცხვში, მათი სახლიც არ მოხვდეს.

 

ე.წ. «კონტრტერორისტული რეჟიმის» დასრულებისას, როგორც წესი, ვრცელდება ინფორმაცია ბოევიკთა ლიკვიდაციის შესახებ. ამის დასტურად ფოტომასალაც ქვეყნდება სახელებითა და გვარებით. მაგალითად, ივლისის კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ადგილებიდან ნაჩვენები იყო ხუთი გვამი, რომელთაგან სამს ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, საერთოდ არავითარი შეხება ჰქონია იატაკქვეშეთთან. ისინი ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროებთან ჰყვებიან, რომ სპეცოპერაციების ადგილებში, ხშირია, ისეთი ახალგაზრდების გვამების აღმოჩენა, რომლებიც სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით, კვირით და ზოგიერთ შემთხვევაში, თვით ადრე გაუჩინარდნენ.  «მისტიური» გაუჩინარების წინ ახალგაზრდები ძალოვანების მხრიდან  მუქარას იღებდნენ, ან სამართალდამცავთა ავოტომობილებში ხედავდნენ მათ. გაუჩინარების კანდიდატების მაღალი რისკის ჯგუფში ხვდებიან ადამიანები, რომელთა ნათესავები შემჩნეულნი არიან იატაქვეშეთთან თანამშრომლობაში, ან, სულაც, ტყეში არიან გასულები ფედერალებთან საბრძოლველად. ღრმად მორწმუნე მუსლიმები, რომლებიც, ამავე დროს, სპორტით არიან დაკავებულები.

 

მაღალი რისკის ჯგუფში  ჟურნალისტებიც შედიან და ეს სამწუხარო სტატისტიკა, თითქმის, ყოველ თვე იზრდება. მაგალითად, მიმდინარე წლის  2 აგვისტოს ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალის «დოში»-ის კორესპონდენტი თემურ კუაშევე ნალჩიკში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა გვამის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა და შესაბამისად გამოძიებაზე უარი განაცხადეს. თუმცა, თემურის ახლობლები აცხადებენ, რომ მას მარცხენა იღლიასთან ნანემსარი ეტყობოდა. სისხლი ექსპერტიზაზეა გააგზავნილი და დასკვნას ელოდებიან. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ თემურს არაერთხელ დაემუქრნენ და მან სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა თემურის განცხადებები უყურადღებოდ დარჩა. მოგვინებით 5 აგვისტოს მოსკოვში, ყაბარდო-ბალკარეთის წარმომადგენლობის ოფისთან, პარტია «იაბლოკოს» ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თემურ კუაშევის სიკვდილის მიზეზის გამოძება მოითხოვეს.

 


მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში, შთაბეჭდილება რჩება, რომ სამართალდამცავთა თავნებობა და სისასტიკე ნებადართულია იმ სტატისტიკისთვის, რომელსაც კადიროვისნაირი მმართველები უგზავნიან ცენტრს. ადგილობრივი მმართველებიც კმაყოფილები არიან და მოსკოვსაც ნაკლებ შეკითხვებზე უწევს პასუხის გაცემა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია