არმაზციხე-ბაგინეთის ახალი აღმოჩენა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-08-2014, 23:02 | კულტურა | ნანახია - 1272

არმაზციხე-ბაგინეთის ახალი აღმოჩენასაქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არმაზციხე-ბაგინეთში ახ.წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული ათამდე ნაგებობა გამოავლინა.

დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობები ერთგვარი ტექნოლოგიით არის აგებული: ქვის საფუძველზე ალიზის აგურებით ამოყვანილი კედლები, როგორც ჩანს, ბრტყელი და ღარიანი მცხეთური კრამიტით იყო გადახურული. ნაგებობები ერთმანეთთან საკარე ღიობებითაა დაკავშირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა მეფის მცველი რაზმის სადგომი ყოფილიყო.

ძეგლის შესწავლისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამავე პერიოდის მინისა და კერამიკის ჭურჭელი: დოქები, ხელადა, ქოთნები და სხვა. აგრეთვე აღმოჩენილია ძვლის საწერი სტილოსი, რომელსაც ჩვენი წინაპრები გასანთლულ დაფაზე დასაწერად იყენებდნენ. წინა წლებში გამოვლენილ ნივთებთან ერთად, წლევანდელი აღმოჩენაც მეფის კარზე მწიგნობრობის განვითარებას ადასტურებს, რაც თავის მხრივ, ქალაქური კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია. 
არმაზციხე-ბაგინეთი ქვეყნის ერთ-ერთი განვითარებული არქეოლოგიური ძეგლია, სადაც ამ დრომდე გამოვლენილ ნაგებობებზე: დედოფლის აბანო, წარმართული ტაძარი, სვეტებიანი დარბაზი, ერთნავიანი ეკლესია, ორსენაკიანი ნაგებობა - განხორციელებულია საკონსერვაციო სამუშაოები. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია