გრიგოლ ვაშაძე : ან აგრესორი დაისჯება მკაცრად, ან ახალ მიუნხენ -1938-ს ვიხილავთ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-08-2014, 18:21 | პოლიტიკა, კომენტარები | ნანახია - 2608

საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყონებლივ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დაუფარავ აგრესიას ახორიციელებს, ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" უკრანიაში მიმდინარე მოვლებების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეტა ექს-მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

 

„საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი უკრაინის საწინააღმდეგოდ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ანხორციელებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ვაშაძემ.

მისვე თქმით, აუცილებელია გააქტიურდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

გრიგილ ვაშაძე მიიჩნევს, რომ კრემლთან დიპლომატიური ენის მოჩლექის დრო დასრულდა და თუ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდება დღევადელ პროცესებს დიდი ომი მოყვება.

„კრემლთან დიპლომატიური ენის მოჩლექვის დრო ამოიწურა. რუსეთი აგრესორია. უკრაინაში ომია. უკრაინელი ხალხი თავის სახელმწიფოს იცავს. ან აგრესორი დაისჯება მკაცრად, ან ახალ მიუნხენ 1938-ს ვიხილავთ. ახალ მიუნხენს კი თანამედროვე ჩემბერლენების და დალადიების იმედების მიუხედავად მაინც დიდი ომი მოყვება", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" გრიგოლ ვაშაძემ.

 

„ჯი-ეიჩ-ენ''

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია