საქართველო რუსეთის კარიბჭედ იქცა!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-09-2014, 15:24 | მსოფლიო | ნანახია - 8646

ლადო ჩალათაშვილი

 

ბოლო თვეების განმავლობაში, ალბათ, ყველამ გაიგონეთ ან წაიკითხეთ ცნობები თბილისის საერთაშორის აეროპორტში სამართალდამცავთა მხრიდან "არაბული გარეგნობის" ადამიანების დაკავებისა და ქვეყანაში შემოშვებაზე უარის თქმის შემთხვევების შესახებ. ასევე ჩუმად, მაგრამ საშიში სიჩუმით ჩაიარა პანკისელების პროტესტმა წლის დასაწყისში, ამ ხეობის ზოგიერთი მცხოვრებისადმი "იდუმალი" სანქციების დაწესების გამო, რომელიც მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მათ ქვეყნიდან არ უშვებენ, ან პირიქით ქვეყანაში არ უშვებენ. მაშინ პანკისელები იმაზეც სწუხდნენ, რომ უამრავი ადამიანი დაჰყავთ კონტრდაზვერვაში დაკითხვებზე, ყოველგვარი უწყებებისა და ახსნა განმარტებების გარეშე.

 

ქართველ სამართალდამცავებს განსაკუთრებული "გართულება", რატომღაც, ერაყის მოქალაქეების ქვეყნაში შემოშვებაზე აქვთ. ერაყელების განსაკუთრებული ჩაგვრის გამო რამდენიმე თვის წინ ავიაკომპანიის «START Airlines» წარმომადგენელმა ბრიფინგიც გამართა და თუ არ ვცდები, ოფიციალური მიმართვაც იყო სახელმწიფოებს შორის. სოცილაურ ქსელ  ფეისბუქში ასევე გავრცელდა ახალი დაკავების ფაქტები, რომელიც, ვიდეოს ავტორის თქმით, ერაყის მოქალაქეების უმიზეზო და აუხსნელი (მისტიური) დაკავებით და კვლავ მათი უკან გაბრუნებით დამთავრდა. რა თქმა უნდა, რომ ამ ვიდეო რგოლს ახლდა კომენტარები და სათაურები, რომ ვბრუნდებით სსრკ-ში და რკინის ფარდა ეშვება და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერმა,  რუსულ ინტერნეტ სივრცეში თითქმის დროში დამთხვეული საკითხის განხილვა გამახსენა, რომელიც  სირიის კონფლიქტის შემდეგ "უსაქმურად" დარჩნილი კავკასიელი ბოევიკებისა თუ სხვა ჯურის ე.წ. "ისლამისტების" შემდგომი საქმიანობის გეოგრაფიას ეხებოდა და ექსპერტები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ეს ხალხი არის რუსეთის სახელმწიფოებრიობის უპირველესი საფრთხე რელურ მოცემულობაში. არგუმეტები იყო, რომ ეს მებრძოლები გაბრაზებულები არიან რუსეთზე, რომ CIA (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) მათ უკვე ამზადებს რუსეთის ტერიტორაზე გადმოსასროლად და ა.შ. ამ განხილვათა ტალღის შემდეგ რუსულ მედიაში ხშირად ვრცელდება ხოლმე (და როგორც ეტყობა - არა შემთხვევით) ინფორმაცია, სირიის ბრძოლებიდან გამოსული ბოევიკების გადაადგილების მარშრუტებისა და მათი დაკავებების შესახებ, ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეების შესახებ და მათი, სირიის კონფლიქტში მონაწილეობის ამსახველი, ან დამდასტურებელი მასალა ლამის "სენსაციის" დონემდე აჰყავს რუსულ მედიას. მაგალითისთვის - აზარბაიჯანელი მებრძოლის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაში, პანკისელი მებრძოლის შესახებ და ა.შ.  მაშინ, როდესაც რუსეთის "საზოგადოება" შეშფოთებით განიხილავდა უსაქმურად დარჩენილი ბოევიკების ბედს, სრულიად შემთხვევით ერთ სტატიას წავაწყდი, რომლის მნიშვნელობაც, პრაქტიკულად, ახლა გახდა თვალსაჩინო.  ვინ იყო სტატიის ავტორი ზუსატად აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ დეტალურად განიხილებოდა ამ ბოევიკების რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრის მარშრუტები. მათ შორის, განსაკუთრებით საშიშ მიმართულებად თურქეთ - საქართველოს გზა განიხილებოდა და ასევე, ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს დეტალი ხსნიდეს დღევანდელი ჩვენი სამართალდამცავების ქმედებას, ერაყის მოქლაქეებისა და პამკისელების მიმართ. კერძოდ, ზემოთ ნახსენებ სატატიაში ნათქვამი იყო, რომ სადამ ჰუსეინის მოშორების შემდეგ ერაყს  აშშ-ს სპეცსამსახურები აკონტროლებენ და შესაძლებელია, სირიიდან გამოსული მებრძოლების ახალი დოკუმენტებით აღჭეურვა, მათი საქართველოში გადასროლა და იქედან აჯანყებულ კავკასიელებთან მოხვედრა. ასევე, ევროპის მიმართულებიდან საქართველოში შემოსვლა, ასეთივე «სუფთა» დოკუმენტებით და შემდეგ  რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

 

რამდენად ასეა ეს ღმერთმა უწყის, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ ერაყის მოქალაქეებისა და პანკისელების მიმართ განხორციელებული ქმედებები, საქართველსო ინტერესებში ვერანაირად შევა. მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება, შესაძლოა,   რუსეთისგან იყოს ნაკარნახევი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ მომავალში  ეს საკითხი კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ერთ - ერთ თემა აღმოჩნდეს. სავარაუდოდ დღევანდელი ხელისუფლების მშვიდი დამოკდებულების საბაბიც, რუსეთის აგრესიასთან დაკავშიერებით, შესაძლოა, სწორედ ამ დავალების პირნათლად შესრულებით იყოს განპირობებული. მე, პირადად, ასეთი სიმშვიდის სხვა საბაბს, როგორსაც დღევანდელი ხელისუფლება იჩენს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ  ვერ ვხედავ!

 

ისე, ყოველი შემთხვევისათვის მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთი, ქვეყანა რომელსაც ამ ბოევიკების ეშინია  და პანკისელი ქისტების მიმართ ყოველთვის ინტერესს იჩენდა - საქართველოს მტერია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს მას შემდეგ, რაც დასრულდა 70 წლიანი ოკუპაცია, რომელის დროსაც საქართველოს ტერიტორიის 100% იყო ოკუპირებული!!!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია