საზოგადოება "ივერია" იწყებს დისკუსიას ქვეყნისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-09-2014, 16:15 | მსოფლიო | ნანახია - 2169

უკანასკნელი თვეების განმავლობაში მას-მედიის საშუალებით გაშუქდა არაერთი შემზარავი მკვლელობისა და მძიმე დანაშაულის ფაქტი;

საზოგადოება "ივერია" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გამო და საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილს, ამ ვითარების დასაძლევად და ხელისუფლებისათვის ოპტიმალური გამოსავლის შესათავაზებლად, კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებს.

საზოგადოებრივად აქტიური, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებისა და გემოვნების მქონე მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ კრიმინალების ასეთი გააქტიურება, დაუსჯელობის სინდრომის კვლავ დაბრუნება, ქუჩებში შეიარაღებული ადამიანების თარეში,   საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვისაა საზიანო და არა რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფებისთვის.

საზოგადოება "ივერია" იწყებს დისკუსიას  ქვეყნისათვის  ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის ირგვლივ და იწვევს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ ცაკლეულ პიროვნებას, ვინც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ვისაც აქვს მოსაზრება ან წინადადება შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად.

ამ საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 5 სექტემბერს 13:00 საათზე საზოგადოება "ივერიის" ოფისში გაიმართება ბრიფინგი.

მის: შიო მღვიმელის 4

საკონტაქტო პირი: ნინო ბორჩხაძე 599889707

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია