შეუდარებელი არეტა ფრანკლინი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-09-2014, 22:09 | მსოფლიო | ნანახია - 1713

გიგი კუბლაშვილი

 

დაიბადა 25.03.1942 მემფისში, შტ. ტენესი. ვოკალისტი, `სოულის” სტილის ფუძემდებელი, სიმღერების ავტორი. “მე არ ვთვლი თავს ჯაზის ვოკალისტად – თქვა არიტა ფრანკლინმა - ჩემთვის ახლოა რიტმ-ენდ-ბლუზი და უბრალოდ ბლუზი”. ფრანკლინის სიმღერები – Dr. Feelgood, A Natural Woman და სხვები – აღიარებულია ლიტერატურულ შედევრებად, ხოლო სიმღერა Respect ჟურნალის Ebony მიერ დასახელებული იყო აშშ-ს ფერადი მოსახლეობის ჰიმნად. 

 

ცხრა წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა ბაპტისტურ გუნდში, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობდა. თოთხმეტი წლიდან გასტროლებზე დადიოდა დებთან ერმასთან და კაროლინასთან ერთად, ასრულებდა ჰოსპელს. 1959 წელს კონტრაბასისტმა მეიჯორ ჰოლიმ წაიყვანა ნიუ-იორკში და მოელაპარაკა ჯონ ჰემონდს ახალგაზრდა მომღერლის კონტრაქტის შესახებ. 1960 წელს მღეროდა ქაუნთ ბეისის ორკესტრთან, ასევე ტრიოსთან _ ლემბერტი ჰენდრიქსი, როსი და ჯო უილიამსი _ ერთად. 1963 წელს გამოვიდა ნიუპორტის ფესტივალზე. 1966 წლის შემდეგ მთლიანად მიუძღვნა თავი სოულ-მუსიკას. მონაწილეობა მიიღო კინოფილმში `ძმები ბლუზები” (1980), 1987 წელს მღეროდა დეტროიტში ეკლესიის ასკაციან გუნდთან ერთად ღვთისმსახურებაზე, რომელიც მიეძღვნა ფერად მოსახლეობაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ  ბრძოლას. ფრანკლინის ჰიტებია Baby I Love You, I Never Loved A Man The Way I Love You, Chain Of Fools, Since You’ve Been Gone, Think, Freeway Of Love. უკვე 70-ინი წლების შუა პერიოდისათვის ფრანკლინს 
ჰქონდა ექვსი ოქროს დისკი და რვა პრემია Grammy. ალბათ ბევრს ახსოვს 70-იანი წლების ფილმი ,,ძმები ბლუზები“ რომელშიც არიეტა ფრანკლინმა თავისი ვოკალით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მადლიერი მსმენელი.

 

არიეტა ფრანკლინი უდაოდ ღირსია მოხსენიებული იყოს ჯაზის დიდ ოსტატებთან ერთად, ამ მომღერალმა თავისი შეუდარებელი ხმის ტემბრით, უაღრესად ფართო დიაპაზონით, დამამახსოვრებელი მიმიკითა და რაც მთავარია იმ დღესასწაულით რომელსაც უწყობს მსმენელს უზარმაზარი როლი ითამაშა თანამედროვე მუსიკის განვითარების საქმეში.

 

Loading the player ...

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია