„ტაბაკონის დიხაგუძუბა“ს ახალი აღმოჩენა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-09-2014, 13:12 | კულტურა | ნანახია - 1447

„ტაბაკონის დიხაგუძუბა“ს ახალი აღმოჩენასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგები სოფელ თორსა-დღვაბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეოთხე წელია სამუშაოებს ატარებენ. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები ძველკოლხურ ნამოსახლარზე, რომელსაც „ტაბაკონის დიხაგუძუბა“ ჰქვია.

 

როგორც კვლევების შედეგად ირკვევა, თორსა-დღვაბა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ძალიან მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით.

ამ დღეებში არქეოლოგებმა „ტაბაკონის დიხაგუძუბაზე“  ხის ნაგებობათა ნაშთებს მიაკვლიეს, რომელიც წინასწარი კვლევებით 4000-4500 წლისაა. გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის მასალები, რომელიც მიეკუთვნება კოლხური არქიტექტურის ნიმუშებს.

 

მოპოვებულ მასალებს  გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტის ლაბორატორიაში შეისწავლიან და ასევე, მოპოვებული მასალები  ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმს გადაეცემა მუდმივმფლობელობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია