FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-09-2014, 09:03 | კომენტარები | ნანახია - 961

ებრაელები, მას მერე, რაც მათი განდევნა მოხდა სამშობლოდან მსოფლიოს თითქმის ყველა მიმართულებით, ასწლეულების განმავლობაში უმეორებდნენ თავის შთამომავლობას: გაისად იერუსალიმში!

 

1993 წლის 27 სექტემბერს, ანუ დღევანდელ დღეს 21 წლის უკან, მოხდა სოხუმის ოკუპაცია რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტებისაგან შემდგარი შენაერთების მიერ. დანაწევრებულმა, თუმცა გმირულად მებრძოლმა მცირე საბრძოლო ჯგუფებმა ვერ შეძლეს უთანასწორო ბრძოლის მოგება. მაშინ საქართველო დღევანდელზე უფრო მიტოვებული იყო თავისუფალი სამყაროს მიერ და ორად გახლეჩილი სამოქალაქო ომით.

 

ამ დღის აღსანიშნავად შეგნებულად არ ვხმარობ კლიშეს "სოხუმის დაცემა", რომელიც ყალბ პათეტიკად მეჩვენება. სოხუმის დაკავებას მალე მთლიანი რეგიონის ოკუპაცია და დაუნდობელი ეთნიკური წმენდაც მოჰყვა.

 

რაც დაცემას შეეხება კი, დაეცემა, აუცილებლად დაეცემა, ის ძალა, ვინც ჩვენი სამშობლოს მიწისა და თავისუფლების მითვისებას ცდილობს - ადრე თუ გვიან ეს ასე იქნება. მხნედ უნდა ვიშრომოდ იმისთვის, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გვიან.

 

მანამდე კი, ებრაელთა მაგალითზე ყოველ წელს საკუთარ თავსა და შვილებს უნდა ვუთხრად და ვირწმუნოდ: გაისად, სოხუმში!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია