ძვ.წ.VI ათასწლეულის ნამოსახლარის აღმოჩენა ბოლნისის რაიონში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-09-2014, 12:14 | მსოფლიო | ნანახია - 1125

ძვ.წ.VI ათასწლეულის ნამოსახლარის აღმოჩენა ბოლნისის რაიონშისაქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ.VI ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც, მათი მდებარეობის გამო სპეციალისტებისათვის ამ ეტაპზე უცნობია. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად, ექსპედიციაში მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია