FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-09-2014, 12:21 | კომენტარები | ნანახია - 1012

ამ დროისათვის ხელისუფლების სამი ახირება მაფიქრებს:

 

1. საოცრად გაუთვლელი და თვით-საბოტაჟისკენ მიმართული საემიგრაციო პოლიტიკა. 
ძალიან მოკლედ, რატომაა ის ცუდი: ეს რეგულაცია უცხოელებს, ვინც საქართველოში ფულს ხარჯავს და ქვეყანას ინვესტორებისთვის გასაგებ, სასურველ რამედ აქცევს, უქმნის ანტი-მოტივაციას, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდეს. ეს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციით ემუქრება ისეთ მცირე ქვეყანას, როგორიც ჩვენია.

 

2. კანონპროექტი იარაღის შესახებ.
ძალიან მოკლედ, რატომაა ის ცუდი: პირველ რიგში, რეგისტრირებული იარაღით დანაშაული არ ხდება - ის ხდება "შავ ბაზარზე" ნაყიდი იარაღით. და რაც მთავარია - არსებული ფორმით კანონის მიღება გამოიწვევს მოქალაქეთა უფლებების და ზოგადად ქვეყნის შიდა თავისუფლების ხარისხის მკვეთრ კლებას, რადგანაც (სხვა უფლებებთან ერთად) პოლიციას ექნება საშუალება რომ სახლებში შემოვიდეს და "შეამოწმოს" როგორა აქვს მოქალაქეს იარაღი შენახული. ეს თვით იარაღის ქონების უფლებასაც ანულებს და ადამიანის პიროვნებისა და საკუთრების კონსტიტუციურ ხელშეუხებლობასაც არღვევს. პლუს, ამას მოყვება უამრავი შემთხვევა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ეს კანონი გამოყენებული იქნება მათთვის, ვინც რაიმე მიზეზით მიუღებელი იქნება ვინმე თანამდებობის პირისათვის. რომ არაფერი ვთქვად იმაზე, რომ ნახევრად ოკუპირებულ ქვეყანაში მოქალაქეთა განიარაღება მტრისათვის დახმარებას წარმოადგენს.

 

3. ე.წ. "მირზა-შაფის" ტერიტორიაზე ამ ისტორიული ადგილისა და ზოგადად ძველი თბილისისასთვის სრულიად შეუფერებელი არქიტექტურული მონსტრის ჩადგმა.
ძალიან მოკლედ, რატომაა ის ცუდი: ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო არც იმ კონკრეტულ ადგილთან, და არც ძველი თბილისის კულტურულ და არქიტექტურულ ქსოვილთან, რომელსაც იმ მთლიანად ფასს დაუკარგავს და დაასახიჩრებს.

 

მოცემული ფორმით არც ერთი ამ ინიციატივის განხორციელება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგანაც ისინი სერიოზულ დარტყმას აყენებენ ქვეყნის ეკონომიკას, მოქალაქეთა თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია