FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-09-2014, 13:25 | კომენტარები | ნანახია - 1896

დღეს ევროკავშირის საზღვარზე საქართველოდან ჩასულ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან თვალშისაცემი დისკომფორტი მოუწყვყვეს გერმანელმა მესაზღვრეებმა, რომელსაც პირადად შევესწარი. კერძოდ, აბსოლუტურად ყველა მგზავრს მოთხოვეს სახარჯი ფულის ჩვენება, მოთხოვეს უკანა გზის ბილეთი და გერმანიაში შესვლის კონკრეტული მიზეზი. ეს ყველაფერი ხდებოდა ხაზგასმულად დროის გაწელვით და აშკარა დავალებით. როცა ერთ ნაცნობს უცხოელს ვთხოვე ამის მიზეზი გაეგო, პასუხად ასეთი რამ მოვისმინე: როგორც თქვენები ექცევიან ჩვენებს საქართველოში, აწი ისე მოვექცევით თქვენებს ჩვენც აქო.
ესეც პირველი ნაყოფი ჩვენი ახალი და "ბრძნული" საემიგრაციო პოლიტიკისა. ბრავო საქართველოს მთავრობას, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტით სულ ახლახანს ამაყობდა.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია