ახალქალაქის ახალი ბაზა და სომხების რეაქცია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-09-2014, 14:51 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 3471

ახალქალაქის ახალი ბაზა და სომხების რეაქციალადო ჩალათაშვილი

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გახსნილი ახალქალაქის ბაზის მშენებლობა, დიდი მითქმა მოთქმის საგანი გახდა სომხურ მედიაში.

 

17 აგვისტოს შემდეგ თვალს ვადევნებ ამ პროცესს და ველოდი, როდის გააკეთებდა განცხადებას ოფიციალური ერევანი, თუმცა ჩემი ლოდინი ამაო აღმოჩნდა და როგორც ჩანს ოფიცალური ერევანი არც აპირებს რაიმე განცხადების გაკეთებას.

 

სამაგიეროდ ამ საკითხს  კომენტარს უკეთებენ და აქტიურად აფასებენ    ჯავახეთში მცხოვრები  სომეხი აქტივისტები და სომეხი ეროვნების, რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგები. ამ უკანასკნელთა უკიდურესი შეშფოთება ძველი რუსული სამხედრო ბაზის ადგილზე ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია   . 

 

საქართველოში დაურეგისტრირებელი ჯავახეთში მცხოვრები სომეხი აქტივისტის პარტია "ვირკის" ხელმძღვანელი დავიდ რასტაკიანი ვერაფრით  ხსნის, თუ რაში სჭირდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ბაზა სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით , რომელიც მან NEWS.am-თან გააკეთა,  ბოლო 25 წლის განმავლობაში სომხეთის მხრიდან არცერთი ინცინდენტი დაფიქსირებულა, რომელიც შეიძლება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საფრთხედ აღექვა.  მისივე  განცხადებით, რეგიონში ქართული სამხედრო ბაზის განთავსება საფრთხის შემცველია თავად ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან  საქართველოს ხელისუფლებას არა მეზობელ სომხეთთან, არამედ ადგილობრივ სომხებთან აქვს პრობლემა. მისი თქმით  ჯავახეთში სომხური სეპარატიზმი ქართული პოლიტიკური ელიტის ილუზიაა და ისინი მხოლოდ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსს ითხოვენ  პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე გაფართოებული ავტონომიის უფლებებს, რაც  ადამიანის უფლებების დაცვის ელემენტარული საკითხია და არა სეპარატიზმი. მისი "ანალიზით" აღნიშული სამხედო ბაზა მომავალში ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივ სომეხთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლის საკითხში(?!).

 

ახალქალქში საქართველოს შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის განთავსებას ვრცელ სტატიას უძღვნის გამოცემა novostnik.ru  და არშალუის მგდასიანის სტატიაში ბაზის ახალქალქში განთავსება პოლიტიკური შინაარსითაა დატვირთული  და მისთვისაც ბაზის დანიშნულება  რეგიონში ეთნიკური მოცემულობის ცვლილებად  და ქართველ პოლიტიკოსთა ფობიად არის შერაცხული და სეპარატიზმის წინააღდმეგ მიმართულ ნაბიჯად განიხილავს.

 

რასტაკიანის ამ მოსაზრებებს  სომეხი ისტორიკოსი, მეცნიერებათა კანდიდატი და რეგიონული უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი სერგეი მინასიანი იზიარებს. 

 

არცერთი მათგანი ახსენებს და თეორიულ დონეზეც კი არ განიხილავს იმ საფრთხეს საქართველოსთვის, რომელიც გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან მომდინარეობს.  მათ მიერ გაკეთებულ არცერთ კომენტარში, ვარაუდის დონეზეც კი არ არის განხილული ეს საკითხი. მათთვის, ასევე, არავითარი მნიშვნელობა აქვს იმ საპასუხო განცხადებებს, რომელიც თბილისიდან გაკეთდა. მაგალითად,  სტრატეგიული კვლევევის ცენტრის ექსპერტის გიორგი გვიმრაძის კმენტარს, სადაც ის ამბობს რომ აბსურდად მიაჩნია სამხედრო ბაზის არსებობის ეთნიკური მოცემულობის ცვლის ფაქტორად გამოცხადება და რომ სამხედრო ბაზის ამოქმედებას შეუძლია გარკვეული სიკეთეები მოუტანოს რეგიონს, სტატიის ავტორი მარტივად უვლის გვერდს და წერს, რომ თბილისიდან გაკეთებული განცხადებების ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა და კვლავ იმ საფრთხეების განხილვას უბრუნდება, რომელიც მისი და მისი რესპოდენტების აზრით მათ ემუქრება.

 

უნდა ითქვას,  რომ რეაქცია რომელიც სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, კიდე ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი ნაბიჯი აუცილებლად გადასდგმელი იყო და მას არა მხოლოდ სასწავლო ცენტრის მშენებლობა, არამედ იმ პროექტების გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და დღეს სავარაუდოდ შეჩერებულია. თბილისისკენ მომავალი გზები ყველა მიმართულებიდან დასაცავია და საჭიროა იმ საფორთიფიკაციო ნაგებობების მშენებლობების გაგარძელება, რომელიც მიმდინარეობდა. 

ახალქალაქში სამხერო ბაზის არსებობის აუცილებობის კიდევ ერთი ფაქტორი არის ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ხორციელდება. წარმოუდგენელია ადგილობრივი, სეპარატისტული განწყობის მქონე სომხების გარემოცვაში  უყურადღებოდ და დაუცველი დატოვო სარკინიგზო ხაზი და ნავთობსადენები. სულ რომ არაფერი გააკეთოს ქართულმა მხარემ, ამას  აზერბაიჯანული და თურქული მხარეები მოითხოვდნენ. 

 

ვიდრე ქართული ბაზის ჩვენივე ტერიტორიაზე გახსნით ჩვენი მეზობელი სომხები  შეშფოთდებოდნენ, კარგი იქნებოდა იმაზე დაფიქრებულიყვნენ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მათ ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზა და იმაზეც, თუ როგორ აპირებენ დაუმტკიცონ ქართველებს, რომ რუსული 102-ე ბაზა საქართველოსთვის საფრთხეს არ წამოადგენს. მათ ხომ არასოდეს მოუციათ  იმის გარანტია,  რომ მათი ტერიტორიიდან  რუსული არმია არ შემოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე?

 

ცნობისათვის  ახალქალქში  სამხედრო სასწავლო ცენტრის მშენებლობა იგეგემება  ყოფილი რუსული 62-ე ბაზის ტერიტორიაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშულ სასწავლო ცენტრში წვრთნას  წვევამდელები გაივლიან. ბაზის მშენებლობის დასრულება  2019 წლისთვის არის დაგეგმილი. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია