შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-10-2014, 14:43 | კომენტარები | ნანახია - 3268

შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ!ნათია მეგრელიშვილი

 

ერთხელ უკვე დავწერე, რომ ყოველთვის ვოცნებობდი ერთი როლი მაინც მეთამაშა კინოში, მაგრამ ოცნება ასრულდა პათოლოგიურად. მოწიფულ ასაკში მოვხვდი საბჭოთა ამორალურ პოლიტიკურ „კაპუსტნიკზე“. როლი  მაქვს პატარა, მაგრამ საშინელი.

 

ფილმის სათაურია ან „ძალაუფლების დარტყმა“ ან „დარტყმული ძალაუფლება“ , რომელიც რუსეთის ტელევიზიამ გადაიღო და მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილს. როგორც ჩანს ჯერ კიდევ ახსოვთ და აღელვებთ.

 

სტანისლავსკი ამბობდა:“ არ არსებობს დიდი და პატარა როლი არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები“, მაგრამ ამ თეორიამაც ვერ უშველა ჩემს „შეშფოთებას“. სამი საათი ვესაუბრე ჟურნალისტს და სამი სიტყვა ჩასვეს ფილმში. არ ვიცი მადლობა ვის გადაუხადო?. . . ერთი აბზაცი მაინც დაგესრულებინათ!- ვიცი რომ ამ გაზეთს ფილმის შემქმნელები კითხულობენ და მათ მივმართავ.

 

ფილმი ძალიან ძველი, საბჭოთა ბინძური სტილით არის არა შექმნილი, არამედ „შეკეთებული“. მსგავსი ფილმები ასობით უნახავს საბჭოთა მაყურებელს და ყოველთვის ვიცოდით რა ძალა იდგა მათ უკან. ახლაც იგივე ძალა მუშაობს და არაფერი ახალი და კრეატიული არ გამოუვიდათ.

 

მიშა სააკაშვილზე რაც უფრო მეტს იტყვიან ცუდს მით უფრო დიდი ეჭვს დათესავენ ხალხში. როცა ადამიანის განადგურება გინდა მასზე ლაპარაკი უნდა შეწყვიტო, გამოიჩინო გულგრილობა და უყურადღებობა და ამით ხელს შეუწყობ მის დავიწყებას, მაგრამ ამას ჩვენი მეზობელი ერი ვერ ხვდება და უფრო ამძაფრებს ინტერესს სააკაშვილის მიმართ, ისევე როგორც ჩვენი მთავრობა. ამ ორი წლის განმავლობაში საერთოდ რომ არ ეხსენებინათ „მიშა“და საქმეები, ნამდვილი საქმე ეკეთებინათ დღეს სხვა სურათი გვექნებოდა, მაგრამ ვერც ამათმა გათვალეს და მიშას ფაქტორი ისევ აქტუალურია.

 

ფილმის მთავარი გმირი მიშა კი არა, აღმოჩნდა პეტრე მამრაძე, რომელიც წარმოუდგენელი ისტორიებით და მტკიცებულებებით ბერავს რუსებს. ისიც საკმარისია რომ ნინა წკრიალაშვილი გამოაცხადა როგორც საქართველოს კულტურის მინისტრი და ამის მერე ამ კაცს ერთი სიტყვა მაინც დაეჯერება?

 მე ვწუხვარ რომ კინოს ნაცვლად აღმოვჩნდი იქ სადაც მამაკაცი პარტნიორი „პეტრე ცრუ“ აღმოჩნდა და რატომღაც მან ისაუბრა ნახევარი საათი და მე ნახევარი წამი. ამისთვის შემაწუხეთ?.. . . .

 

იცით რა მიკვირს? ადამიანი რომელიც შევარდნაძის გუნდში იყო, იმ გუნდში რომელმაც საქართველოს ათასი ჭრილობა მიაყენა, სხვასთან რა უფლება აქვს რომ ჰქონდეს პრეტენზია? ხომ დადგება დრო და ყველაფერი ითქმება „დაფარულ არაფერი არს ყველაფერი გაცხადდების“-ამბობს ბიბლია. შევარდნაძეს კი შერჩა ყყველაფერი და ალბათ წმინდანობასაც გამოკრავს ხელს, მაგრამ მისი გუნდიის წევრებს რატომ ჰგონიათ რომ მათ არავინ არაფერს გაუხსენებს. ცნობისათვის-დღეს  მუშაობს ახალგაზრდა მეცნიერთა და ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც იკვლევს 90-იანი წლების ისტორიას, ასე რომ იმ ეპოქის ყველა გმირს ვურჩევდი სიფრთხილეს.

 

სააკაშვილზე რაც ითქვა ის ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია: როცა გლანძღავენ ესეიგი ცოცხალი ხარ და შენი ეშინიათ - ეს ხომ ძალიან ელემენტალურია უოთსონ!

ის ისტორიაში უკვე შევიდა და იქედან ვეღარავინ ამოშლის. მე ჩემი დარდი მაქვს, რატომ შევცდი და არ ვიკითხე ვისთან ერთად უნდა გამოვჩენილიყავი ეკრანზე? პეტრესთან? კაშმარ!

 

ნახევარი საათი დაუთმეს პრეზიდენტის საყვარლებზე საუბარს-მეგობრებო, ამხანაგებო, თანამოქალაქენო არასდროს გიფიქრიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენს პირად ცხოვრებასაც მიადგებიან და მერე სად მიდიხართ? სანამ სხვას დაუთვლიდეთ საყვარლებს უკან მიიხედეთ და საკუთარ ბიოგრაფიას გადახედეთ ვაი და იქაც არიან ჩონჩხები?- მე თქვენს ადგილზე რომ ვიყო ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი, ვინაიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ „არაფერი არს დაფარულ“.

მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემი პირადი ცხოვრება არავის საქმე არ არის, ხმას ამოიღებთ და სასამაართლოში შევხვდებით, მაგრამ საჯარო პირებს, რომლებსაც შეეხოთ ეს საზიზღარი ინფორრმაცია ალბათ ცოტა მეტი აქტიურობა გმართებთ: ან ტელევიზიას უჩივლეთ ან პეტრეს.

 

ჰაჰაჰაჰაააააააააა არა არ უჩივლოთ ეს ზედმეტი პატივია ბოროტი ადამიანისათვის.

 

ჩემი ერთი წინადადება ძლივს ჩააჭედეს ფილმში, რომ „ქვეყანა გადაიქცა სახელმწიფოდ“, მაგრამ რას ვგულისხმობდი ის ჩამოაჭრეს და მარტო მე ვიცი ტექსტის გაგრძელება. . . . . სამაგიეროდ პეტრეს მისცეს კარტბლანში და გაუბერა ბოლომდე. მდააააააა ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ რომ ჩემი საოცნებო კინოროლი ასეთი კრახით დაიწყო.

მაგრამ დადგება დღე ბატონო პეტრე და ეკრანზე გაჩნდება ახალი ფილმი „დარტყმა დამრტყმელებს“ და იქ ნინა წკრიალაშვილი კი არ იქნება კულტურის მინისტრი, არამედ შევარდნაძის გუნდი იქნება ლუსტრირებული და რესპოდენტები გაავებული, ჩუმჩუმელა, ვითომ „კულტურული და ინტელიგენტი“ პირები კი არა მაღალი კლასის მკლევარები და მეცნიერები იქნებიან და საბოლოოდ დაერქმევა ყველაფერს საკუთარი სახელი. მე რესპოდენტი არ ვიქნები, არამედ მაყურებლის სტატუსით და სამურაის მოთმინებით დაველოდები იმ დღეს.

 

როგორც პეტრეს ახლობლებმა მითხრეს მას შავი ქამარი აქვსო-თუ ასეა ისიც უნდა იცოდეს რომ შავი ქამარი აგრესიას ზიზღს, დასმენას, ჩაშვებას და ცინიზმს არ ითვალისწინებს, არამედ პირიქით სულ სხვა ფილოსოფიის მატარებელია, შესაბამისად არ მჯერა რომ ამ ტიტულის მფლობელია. ვიცი რომ ვარჯიშობს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ აარ ნიშნავს იმას რომ ვაჟკაცი ხარ. ჭორიკანა კარატისტი-ეს რაღაც ეტყობა ახალი მიმართულებაა.

 

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს წუხილს რომ აღმოვჩნდი ამ ჩეკისტურ ფილმში. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ.

 

ალბათ გეგონათ სააკაშვილზე ვისაუბრებდი და მას დავიცავდი ამ ღვარცოფისგან. არა არც ვაპირებ. ფილმი იმდენად ცუდი, პრიმიტიული და ბოროტია, რომ მხოლოდ შეიძლება გაიღიმო და გადაიხარხარო-რუსეთს ნამდვილად ანერვიულებს ეს „უცნაური ქართველი“

მაგრამ მე სულ ტყუილად გამოვიპრანჭე და ინტერიერიც მოვამზადე გადაღებისათვის. ისეთი წამიერი გაელვება ვიყავი ფილმში, რომ კიდეც შევძახე:

„შეჩერდი წამო!“ შენ მშვენიერი ხარ!

 

                     28 სექტემბერი.2014

 

.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია