FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-10-2014, 21:23 | კომენტარები | ნანახია - 947

საკმაოდ ბევრი ხალხი, ნაცნობი თუ უცნობი, შეშფოთებული გვატყობინებს რომ თბილისში (შესაძლოა სხვა ქალაქებშიც) არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა რუსეთის მოქალაქე ქირაობს კერძო სახლს (და არა სასტუმროს ოთახს) და ეწევა ადგილობრივთა გაცნობა-რეკრუტირებას. (ერთ-ერთ ასეთ მათგანს მეც შევესწარი, როდესაც ამა წლის 9 მაისის წინა დღეს ე.წ. "გეორგიევსკაია ლენტას" არიგებდა გულუბრყვილო ქართველებზე, და თან ამ პროცესს ვიღაცას სკაიპში ანახებდა).

 

თითქმის უდაოა, რომ ეს ვიზიტორები ფსბ-სა და რუსული გარე დაზვერვის თანამშრომლები არიან.

 

იკვეთება სურათი, რომ მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მასობრივი ინფილტრაცია მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ, რაც, ბუნებრივია გულისხმობს ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრასა და დასუსტებას, მისი საბოლოო განადგურების მიზნით. სავარაუდოა, რომ ანალოგიური, შეფარული პროცესი მიდიოდეს ქართულ სამართალდამცავ და თავდაცვით სისტემებშიც.

 

ზუსტად ასე მოხდა ყირიმშიც, როდესაც მისი ოკუპაცია ფრთხილად და წინასწარ მომზადდა და მოცემულ მომენტში განხორციელდა კიდეც ათასობით ამგვარი ჩანერგილი აგენტების მიერ.

 

სავარაუდოა, რომ ამ ადამიანებმა მოაწყონ სხვადასხვა სახის ტერაქტი, საბოტაჟი, გადაბირება და ათასგვარი დანაშაული ჩვენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინაშე.

დროული იქნებოდა, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები ლეთარგიული ძილიდან გამოფხიზლდებოდნენ და დაკავდებოდნენ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებით, რაც მათგან ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს.

 

თუ სახელმწიფო ამ სიმპტომების იგნორირებას არჩევს, საზოგადეობრივ-პოლიტიკური არეულობა და ქაოსი, რაც პუტინის რუსეთის მიერ საქართველოში მისაღწევ მთავარ მიზანს წარმოადგენს, გარდაუვალი გახდება.

 

ეს დღევანდელ ხელისუფლებას და მის რეალურ მმართველსაც კარგს არაფერს უქადის. მათაც, როგორ გამოწურულ ლიმონს, სანაგვეში უკრავენ თავს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია