FB სტატუსი - ზურაბ გურული

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-10-2014, 19:38 | კომენტარები | ნანახია - 868

ფრანგული პატრიოტიზმის შესახებ ამერიკელებს თავისებური წარმოდგენა აქვთ.

 

მახსოვს რამდენი ვიცინე მეგობარი ამერიკელი ექიმის ხუმრობაზე:

- იბეიზე იყიდება მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგული შაშხანა; აღწერილობა: გაუსროლელი, დაგდებული მხოლოდ ერთხელ, მიწაზე-.
ჰოდა, სწორედ იმ ყბად-აღებული და ამერიკელების მიერ ყბის მოსაქცევი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ეს შაშხანა-გადაგდებული ფრანგები დაერივნენ კოლაბორაციონისტებს და არ გაურჩევიათ ქალი და კაცი; მტერთან ლაციცში შემჩნეულები ზოგი კედელთან მიაყენეს, ზოგი ტოტზე ჩამოკიდეს, ზოგი გემრიელად ბერტყეს და ზოგსაც თმები გადაპარსეს და პანღურის კვრით გააგდეს გზა-შარაზე.


ამ ქმედების გამო არაფერი დაკლებია ფრანგებს. საკუთარ შთამომავლობას, შვილებს დაანახეს რომ მიუხედავად ლაჩრების და მამაძაღლების სოლიდური კონცენტრაციისა, მაინც შემორჩნენ მეტნაკლებად ღირსეული ადამიანები ერში, და რომ მტერთან კოლაბორაციონისტობა ლიბერალიზმი და ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება კი არაა, ბანალური ღალატია და ასეთ მოღალატეებს პასუხის გაცემაც შესაბამისი უნდა; თორემ …
თორემ, რა მოხდება, ეს ჯერ კიდევ დავით გურამიშვილმა თქვა თავის დროზე: 
- უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდებისო -.
იმ ერთიანად გაურცხვებული მორცხვების შეეშინდათ ფრანგებს და იმიტომაც გამოიღეს ხელი. გამოიღეს და დღეს ისევ აქვთ საკუთარი სახელმწიფო.
ჯერ ერისიონის გავირისიონება შეირგო ქართველმა დედის რძესავით; მერე რუსული დროშის ფრიალი შუაგულ კახეთში და ახვარი მედროვე-კოლაბორაციონისტის დამორცხვებული მეზობლები; მერე აბაშიძე-კარასინის ვითომ მოლაპარაკება, რეალურად კი სამოქმედო ინსტრუქტაჟის მიღება და განხორციელება; ახლა ნაძირალა ხუბუტიას მოწყობილი სახე-დართა შოუ ოკუპანტების დედაქალაქში; რუს დამპყრობელთა წმინდანების ძვლების მადლი ხომ კაი ხნის წინ გადმოგვიყვანეს ივერიის ზედა და გრძელდება მორცხვთა გაურცხვება და გაურცხვებულთა ზეობა და პარპაში.


კარგად მიხვდნენ ფრანგები, რა მოჰყვებოდა მიწაზე დაგდებულ შაშხანას და გაპარპაშებულ კოლაბორაციონიზმს; მიხვდნენ და მიხედეს ურცხვთ.
ჩვენ? … ???

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია