FB სტატუსი - ზურაბ გურული

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-10-2014, 18:06 | კომენტარები | ნანახია - 1129

ისე, რომ დაუკვირდე, ყველაფერი თავის ადგილას დგება ნელნელა.


"ნატო და რუსეთი თავსებადია" - ფსბ-ს მესიჯი.


ნატო და რუსეთის თავსებადობის მითი ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს დამუშავდა და 9/11-ის შემდეგ მსოფლიო ანტი-ტერორისტულ დოქტრინად იქცა.
სწორედ ამ დოქტრინით მიიღო კარტ-ბლანში პუტინმა ჩეჩნეთის დასამარხად და ჩეჩნების ახალი მსოფლიო სტატუსის დასამკვიდრებლად.


"ჩეჩენი" და "ტერორისტი" სინონიმებია დღევანდელ დასავლურ სამყაროში.


რუსულ-ქართული ანტი-ტერორისტული ცენტრის იდეაც კარგა ხანია მუშავდება. ახალი გზა სწორედ ამ გეგმის ნაწილია.
საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული ბუდის განუყოფელი ნაწილი. 


არა აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება რუსეთის ეკონომიკური დაჩოქება დასავლეთის მიერ. რუსეთი წინასწარ იმზადებს კავკასიის რეგიონის ტერორისტული ანკლავის მთავარი დამაშოშმინებელ-მაკონტროლებლის როლს.


ასე იპოვიან ნატო და საქართველო შეხების წერტილებს რუსულ-ქართულ ანტი-ტერორისტულ ცენტრში.
საქართველოსთვის კი ეს ტოლფასი იქნება სახელმწიფოებრიობის დე-ფაქტო დაკარგვის.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია