ISIS : მსოფლიოს ახალი გამოწვევა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-10-2014, 12:19 | მსოფლიო | ნანახია - 3002

ISIS : მსოფლიოს ახალი გამოწვევახატია ჭილავა

 

 „ისლამური სახელმწიფო“ – ტერორისტული ორგანიზაცია ,რომელიც სამი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა, დღეს მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევაა.

 

„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ , ხშირად „ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო“ ელის ან დაიში

2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად „ისლამური სახელმწიფო“ სუნიტ    ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციაა. ლიდერი: აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი.

 

„ისლამურ სახელმწიფოს“  ერაყის ⅓ ,ხოლო სირიის ¼ უკავია. ტერორისტული დაჯგუფება,რომელიც  „ ისლამურ სახელმწიფოს“  მართავს, „ალ–ქაიდას“  ბაზაზე ჩამოყალიბდა და 2014 წლის დასაწყისამდე მჭიდრო კავშირი ჰქონდა მასთან.

 

დღეს  „ისლამური სახელმწიფო“ „ალ–ქაიდასგან“ განსხვავებით, დიდ სამხედრო და ფინანსურ რესურსებს ფლობს. იგი  ერაყისა და სირიის რეგიონების უმტესობას მართავს და  აკონტროლებს ორივე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ენერგორესურსებს, შესაბამისად მოიპოვებს  ნავთობს და ადხენს  მის რეალიზებას. მისი ყოველდღიური შემოსავალი 1 მილიონ დოლარამდეა.

 

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სუნიტი ექსტრემისტებისგან შედგება, სახელმწიფოსათვის დამახასაიათებლი ნიშნები შეითვისა.  მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ის  მმართველ ორგანოებს ქმნის.

  

„ისლამური სახელმწიფოს“ ძლიერებამ პიკს  მიაღწია – შესაძლოა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოს   ტერორისტულ სახელმწიფოსთან აქვს საქმე, რომელსაც სურს კონტროლი განახორციელოს მთლიან ახლო აღმოსავლეთზე. შორს მიმავალ გეგმებში კი მათი რუქა შემდეგნაირად გამოიყურება:  კავკასიის რეგიონი, არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა თითქმის ცენტრალურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ასევე ბალკანეთი, ყირიმი და პირინეის ნახევარკუნძული.

ადამიანთა გატაცება, წამება, სიკვდილით დასჯა – „ისლამური სახელმწიფოს“ ხელწერაა. კადრებმა, რომლებზეც  ორი ბრიტანელი  და ერთი ამერიკელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯაა ასახული მსოფლიო შოკში ჩააგდო.

 

 მნიშვნელოვანია იმ გარემოების ხაზგასმაც, რომ დღეს არავინ იცის კონკრეტულად  რამდენი ადამიანი ჰყავს „ისლამურ სახელმწიფოს“ მძევლად  აყვანილი.

შესაბამისად ორგანიზაციის გაძლიერებამ და მათ მიერ განხორციელებულმა არაადამიანურმა ქმედებებმა, რომელსაც ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვებისა და ქალების, ახალი ტერორისტული საფრთხეების გაძლიერებამ, მსოფლიო უსაფრთოების შერყევამ, მოკავშირეებს ახალი სტრატეგიის შემუშავებისაკენ უბიძგა.

 

 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის მე –13 წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაზე, ბარაქ ობამამ  განაცხადა  ახალი ანტიტერორისტული ტალღის დაწყების შესახებ, რომლის მთავარი სამიზნე  „ისლამური სახელმწიფოა“.  

 

 „თუ თქვენ ემუქრებით ჩემ ქვეყანას, თქვენ ვერ მოძებნით უსაფრთხო თავშესაფარს“.

 

სტრატეგია, რომელიც ობამას  გააჩნია მოიცავს საჰაერო დარტყმებს, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას (ერაყელი სამხერდოებისათვის) , კონტრდაზვერვას.

 

ISIS : მსოფლიოს ახალი გამოწვევასაჰაერო დარტყმები:

 

 “ალ–ქაიდასგან“ განსხვავებით, “ისლამურ სახელწიფოს“  კონკრეტული ტერიტორია გააჩნია, ბაზები აქვს ერაყსა და სირიაში, შესაბამისდ ამერიკა ანხორციელებს ამ კონკრეტული  ბაზებისა და ტერტიორიების დაბომბვას. ობამას განცხადებით ამერიკული ქვედანაყოფები არ ჩაერთვებიან სახმელეთო ბრძოლებში.

 

“ ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტების დევნას,სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ეს იმას ნიშნავს,რომ მე ზედმეტი ყოყმანის გარეშე  დავიწყებ მოქმედებებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, როგორც სირიის, ასევე ერაყის ტერიტორიაზე. თუმცა ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს მოქმედებები რადიკალურად განსხვავებული იქნება იმ მოქმედებებისგან,რომლებსაც ადგილი  ჰქონდათ  ერაყსა და ავღანეთში, ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფები არ იბრძოლებენ უცხო მიწა–წყალზე.“  

    

ამერიკა არ აპირებს საკუთარი სამხედრო ძალების უკან,  ახლო აღმოსავლეთში დაბრუნებას. სამხედრო ძლიერების გამო, ერაყის არმია ვერ უწევს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას „ ისლამურ სახელმწიფოს“. სწორედ ამავე მიზეზის  გამო უმეტესი დაჯგუფებები, როლებიც  სირია–ერაყის ტერიტორიაზე იმყოფებიან, იძულებულნი არიან მხარი დაუჭირონ  ‘’ისლამურ სახელმწიფოს“

 

      საჭიროა  ყურადღება გამახვილდეს რელიგიურ საწყისებზეც :

 

თუკი მოვლენებს  რელიგიური კუთხით შევხედავთ, იმის გამო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაცია  სუნიტი ექსტრემისტებისგან შედგება დასავლეთისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის ქმედება  მსოფლიომ  “ანტისუნიტურ მოძრაობად“ და შიიტების მიმართ დასვლეთის ღია მხარდაჭერად არ აღიქვას. სწორედ ამიტომაც ამერიკისა და მისი მოკავშირეებისათვის  მნიშვნელოვანია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგე კოალიციაში  რაც შეიძლება მეტი ე.წ. სუნიტური სახელმწიფო შედიოდეს.

 

 

 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია