ავღანური დილემა - (ნაწილი მეორე)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-10-2014, 15:35 | მსოფლიო | ნანახია - 2432

გიგი კუბლაშვილი

 

          როგორც  ჩანს ჩვენი ვარაუდები ავღანეთში მდგომარეობის მეტად დამძიმების შესახებ მართლდება. დადასტურებული ცნობებით თალიბებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს კიდევ სამი რაიონი პროვინცია ვარდაკში ქალაქი საიდაბადი, (კაბულიდან სამხრეთით) ჩახარ-დარა და დაშტი-არჩი,  ჩრდილოეთ პროვინცია ყუნდუზი.

 

          თალიბები ღიად აწარმოებენ პატრულირებას საიდაბადში, იმ დროს როდესაც სამთავრობო ძალები ჩაკეტილი არიან საიდაბადთან არსებულ სამხედრო ბაზაზე. ,, თალიბანის“ მოსამართლეები ,,აწესრიგებენ“ ძველი ტრადიციის მიხედვით მიწის, წყლის, განაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აგროვებენ გადასახადებს, მთავრობის მიერ გახსნილ სკოლებში სწავლა მიმდინარეობს თალიბების პროგრამით, რაც  გულისხმობს გოგონების არდაშვებას სასწავლო აუდიტორიებში და ა.შ.

 

          თალიბები იმდენად კარგად არიან შეიარაღებულები, რომ ვერც საჯარისო ქვედნაყოფები და ვერც პოლიცია ვეღარ ავღანური დილემა -  (ნაწილი მეორე)უწევს წინააღმდეგობას, თუმცა როგორც ჩანს ასეთი სურვილიც აღარ არსებობს, რადგან რიგითი ავღანელებიც ხვდებიან, რომ ნატო-ს ძალების გასვლის შემდეგ ქვეყანა კვლავ აღმოჩნდება თალიბების ხელში. მნიშვნელოვანია, რომ  საიდაბადის და ჩახარ-დარა ის ქალაქებია სადაც 2009-2013 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა სპეციალური ოპერაციები თალიბების, უზბეკეთის ისლამური მოძრაობის და ალ-ქაიდას  წინააღმდეგ.

 

          ამ ადგილებში  ხშირი იყო თავდასხმები საერთაშორისო ძალების ქვედანაყოფებზე. 2011 წელს  ჩამოაგდეს სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 38-ი ავღანელი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, აქედან 17  სამხედრო ამერიკის სპეც-დანიშნულების ელიტური ქვედანაყოფიდან (Seal Team). იმავე რაიონში თავი აიფეთქა ტერორისტმა-თვითმკვლელმა, რის შდეგადაც დაიღუპა 4 და დაიჭრა 100  ამერიკელი სამხედრო.

 

ავღანური დილემა -  (ნაწილი მეორე)2012 წელს მოხერხდა უზბეკეთის ისლამური მოძრაობის ლიდერის დატყვევება, რომელმაც ითანამშრომლა ხელისუფლებასთან და დაგეგმილი ტერ-აქტების შესახებ მოუთხრო გამოძიებას, რომელიც  იგეგმებოდა ქ.ქაბულში და ავღანეთის სხვა რაიონებში.

 

ერთ - ერთი ყველაზე ფეთქებადსაშიში ადგილი ავღანეთში სანგინის რაიონი (გილმენდის პროვინცია) ჯერ კიდევ  ივნისში გადავიდა თალიბების კონტროლს ქვეშ და უკვე აგვისტოდან სამთავრობო ძალებმა სამშვიდობო  მოლაპარაკება დაიწყეს თალიბებთან.

 

ოქტომბრის დასაწყისში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ,,იუნუდ ალ ფიდამ“ განაცხადა, რომ უკვე აკონტროლებს რეგისტანის რაიონს ყანდაგარის პროვინციაში.

ამ  ფონზე ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერები ღიად საუბრობენ იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც  მაღალი ალბათობით შეიქმნება მათ ქვეყნებში, უზბეკეთის ლიდერმა ისლამ კარიმოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ დასავლურმა კოალიციამ  ავღანეთში კრახი განიცადა. კარიმოვი აქტიურ დიალოგს აწარმოებს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან, ტაჯიკეთთან, ყაზახეთთან და ჩინეთთან. ის გამოცდილება, რომელიც არსებობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ძირითადად გულისხმობდა თალიბების მოსყიდვას მათი ექსპანსიის შესაჩერებლად, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტექნოლოგიამ გარკვეული პერიოდი იმუშაოს, თუმცა იმ მოძრაობისათვის, რომელიც მოადგა ცენტრალური აზიის ამ ქვეყნებს ვეჭვობ, საკმარისი იყოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი შეჩერებისათვის.

 

ჩვენ წინათაც გამოვთქვით ვარაუდი და კიდევ გავიმეორებთ, რომ ავღანეთიდან მომავალ საფრთხეს ვერც პრეზიდენტი კარიმოვი და ვერც სხვა ცენტრალური აზიის ლიდერი დამოუკიდებლად ვერ შეაჩერებს, რამოდენიმე მარტივი მიზეზის გამო: თალიბანს და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს სერიოზული დასაყრდენი გააჩნიათ განსაკუთრებით ტაჯიკეთში და უზბეკეთში. თალიბებს და მათ მოკავშირეებს, განსაკუთრებით უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მოქალაქეებით, არაფერი აქვთ დასაკარგი, გაპარტახებული და დანგრეული ავღანეთის მერე მათ ელოდებათ შედარებით დალაგებული და მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნები.

 

ძნელია არ დაეთანხმო ისლამ კარიმოვს შეფასებაში, დასავლური კოალიციის კრახის შესახებ. დაუმთავრებელი საქმეები, რომელიც ამ ბოლო დროს ამერიკის  ხელწერად იქცა, დიდ ხიფათს უქმნის უპირველეს ყოვლისა დასავლურ ცივილიზაციას, საუბედუროდ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდება ამერიკა და მისი მოკავშირეები იმ ცეცხლის რკალის გამო, რომელიც მძვინვარებს - ეგვიპტიდან ავღანეთამდე, პერსპექტივით რომ ეს რკალი გადაიწევს ჩრდილოეთით და შემდგომ დასავლეთისკენაც.

 

ავღანური დილემა -  (ნაწილი მეორე)უნდა ვივარაუდოთ, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაც, რბილად რომ ვთქვათ იმ საყოველთაო დაბნეულობისა და არაკოორდინირებულობის ფონზე, რაც სამწუხაროდ სახეზე გვაქვს საქართველოში, ვეჭვობ რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საფრთხეზე ფიქრობდეს. არადა ეს ყველაფერი აქვე ხდება ჩვენს საზღვრებთან ძალზედ ახლოს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია