FB სტატუსი - გრიგოლ ვაშაძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-10-2014, 13:21 | კომენტარები | ნანახია - 1190

საქართველოში ქალებზე ძალადობის ტრაგედიის "განხილვა" გრძელდება. არავინ ამ დროს არაფერს არ აკეთებს. ბიუროკრატიის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად "ხელისუფლებამ" კომისია შექმნა: ცნობილია, რომ თუ მთავრობას პრობლემის მიჩუმათება და დასამარება უნდა, ის ამისთვის კომისიას ქმნის.


როგორ რეაგირებენ შეერთებულ შტატებში? ბოლო მაგალითი: მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში, რომ "ლოს ანჯელეს კინგზ"-ის ჰოკეისტის, სტენლის თასის ორგზის და მრავალმილიონიანი კონტრაქტის ბედნიერი მფლობელის, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველის სლავა ვოინოვის სახლიდან ქალის ტირილი გამოდის. პოლიცია მყისიერად აკავებს ვოინოვს; რა თქმა უნდა ამას აცნობებენ მის ადვოკატს; მეუღლე გადაყავთ საავადმყოფოში; გამოცემულია ამ ქალბატონთან ვოინოვის მიახლოვების აკრძალვის ორდერი; ხოლო ლიგა სასამართლოს დასრულებამდე ჰოკეისტს აძლევს დისკვალიფიკაციას. 


არის შეკითხვები?

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია