სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო: აფხაზეთის რგინიგზის საკითხში პოზიტიური ძვრებია!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-11-2014, 12:23 | ბლოგები | ნანახია - 1660

ლადო ჩალათაშვილი

 

და ისევ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედების თემა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება ჩვენს სამეზობლო მედიასა და ოფციალურ უწყებებში. მხოლოდ საქართველოს საინფორმაციო სივრცეა დახურული ამ ინფორმაციისთვის და არცერთი ოფიციალური პირი ამ თემაზე განცხადებას არ აკეთებს.

 

გუშინ  სომხურ მედიაში  სომხეთის ტრასნპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც მთლიანად აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის შესახებ მიმდინარე მოლაპრაკებებს ეძღვნება. მინისტრის მოადგილე არტურ არაკელიანი აცხადებს, რომ მოლაპრაკებები  დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და  პოზიტიური ძვრები არის. როგორც მინისტრის ნათქვამიდან ირკვევა მოლაპრაკებები დაწყებულა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროს და  ამ დრომდე გრძელდება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მოლაპარაკებებში ქართული მხრიდან მონაწილე პერსონების შესახებ, არადა ძალიან საინტერესოა ვინ აწარმოებს ამ საკითხებზე მოლაპრაკებებს და რა კონტექსტში განიხილავენ მას. არაკელიანის თქმით ქართული, რუსული და სომხური მხარეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ პროცესს. საკითხის განხილვის დახურული რეჟიმის გამო, არაკელიანი თავს იკავებს მეტი დეტალების გახმაურებისაგან, თუმცა, მისივე თქმით, მოცემულ მომენტში  მეტი შესაძლებლობა არის  პოზიტიურ ძვრებზე ინფორმაციის გამჟღავნებისა. არაკელიანი იხსენებს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის იაკუნინის განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გააკეთა და რომელიც ასევე რკინიგზის მონაკვეთის გახსნის შესახებ წარმოებულ განხილვებს ეძღვნებოდა.

 

აღნიშნული საკითხს აქტიურად ეხმაურება და ასე ვთქვთ "ლობირებს" ახალქალაქელი სეპარატისტი ვააგან ჩახალიანი.

 

მთელი ამ "ხროვის" აქტიურობა, ოქტომბრის ბოლოს გახდა შესამჩნევი და შესაბამისად საკმაოდ დიდი სტატიაც მივუძღვენი. თუმცა, მხოლოდ ჩემს მიერ დაწერილი სტატია საკმარისი არ არის, რომ საკითხი აქტუალური გახდეს და ხელისუფლბას დავუსვათ შეკითხვები, რომელიც ძალიან ბევრია დაგროვილი ამ და სხვა ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეჭვი მაქვს ეს საკითხი იქნება ერთ - ერთი იმათგანი, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ჩუმი მოქმედებების გამო, საზოგადოებას "ფაქტის წინაშე" დააყენებს და არაფრის შეცვლის საშუალება გვექნება.

 

აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი, არაკელიანის განცხადებით თუ განხილვაშია ჯერ კიდევ ივანიშვილის პრემიერობის დროიდან, მაშინ გამოდის რომ ქართულ მხარეს კარგად უნდა სცოდნოდა რუსეთის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, აფხაზეთის სრული "ანექსიის" საკითხთან დაკავშირებით და მათ დროზე უნდა მიეღოთ ზომები, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ამხედრებული იყო რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ და ეზრუნათ მის შეკავებაზე. წარმოუდგენელია, რომ რკინიგზის საკითხის კონტექსტში რუსეთს არ ეხსენებინა აფხაზეთთან გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ დაგეგმილი პროცესები. შეიძლება ეს პირდაპირი და ღია გზით არ გაკეთებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მინიშნებები იქნებოდა, რომლიდანაც მოლაპარაკებებში მონაწილე "ქართველს", ელემენტარული დასკვნები უნდა გამოეტანა. კიდევ უფრო ცუდად არის საქმე, თუ ქართულმა მხარემ იცოდა ეს ყველაფერი და არავითარ ზომებს  მიმართა და საზოგადოების ზურგს უკან, მტერთან გარიგების შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ანუ გამოდის რომ კონკრეტულად ღალატს აქვს ადგილი!

 

როგორც ჩანს სომხებმა, საქართველოს ხელისუფლების სისუსტისა და აშკარა რუსული ძალების გაძლიერების ფონზე, სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა გადაწყვიტეს და თვლიან, რომ ახლა ამისთვის ხელსაყრელი მომენტია.

 

რაც შეეხება დაფინანსებას, თუ კი (ღმერთმა არ ქნას)  ქართული მხარე დათანხმდა ამ მომაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას -  შეგახსენებთ, რომ სომხეთის რკინიგზა მმართველობაში რუსეთის რკინიგზას აქვს გადაცემული და შესაბამისად  ის იქნება ინვესტორი, რიმელიც აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაში სხვადასხვა, არაზუსტი შეფასებებით 2 მილიარდ დოლარმადე თანხას დახარჯავს. რა თქმა უნდა, ამას არა მხოლოდ სომეხთა კეთილდღეობისთვის გააკეთებს.

 

 ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლბას შეკითხვები უნდა დაუსვას  მოლაპრაკებებთან დაკავშირებით და ასევე  ღია და საჯარო უნდა გახდეს საკითხის განხილვა, მხარეთა შემოთავაზებები და ა.შ. წინააღდმეგ შემთხვევაში  ამას საზოგადოების ზურგს უკან მტერთან გარიგება დაერქვას - ანუ ღალატი!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია