FB სტატუსი - გია ჯაფარიძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-11-2014, 12:02 | კომენტარები | ნანახია - 1074

და კიდევ ერთს ვიტყვი, ამ დღეებში "ტრიუმფით" გადამდგარი მინისტრები და მოადგილეები არ აღშფოთებულან, როცა პრიმაკოვის ვილაზე აბაშიძე კარასინთან ერთად დაბადების დღეს იხდიდა, ორი წელი საქართველოს მოქალაქეებს ტვინს ურევდნენ - ნატო და რუსეთი თავსებადიაო, წელს 13 აპრილს საზოგადოება "ივერიის" და მოძრაობა "დაბრუნების" აქციას - არა კოლაბორაციონიზმს - აკრიტიკებდნენ და დაცინოდნენ, კანცელარიის წინ რატომ იკრიბებით, სად ნახეთ კანცელარიაში კოლაბორაციონისტებიო. აკრიტიკებდნენ აქციას, რომელსაც სხვა ატლანტისტი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, დაესწრო. და თვითონ "ატლანტისტ" ჟირინოვსკის მეგობარ კუკავასთან ერთად გაურკვეველ კონცერტზე "იტუსოვკეს" რიყეზე. კი, "ივერიამ" სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური საფრთხეები და კოლაბორაციონიზმი მალე დაინახა და იქ დაინახა, სადაც "აჯანყებული" "განთავისუფლებული დემოკრატები" მსახურობდნენ. დღეს ქართულ პოლიტიკაში მორალური სიცხადის დროა. პოლიტიკოსს გამჭრიახობა, ხედვა, გამბედაობა და ღირსება უნდა ჰქონდეს, არც ომის დროს უნდა გარბოდე საკუთარი ბრძოლის ველიდან. არც სხვების გაკეთებულ საქმეს უნდა იბრალებდე. ატლანტიზმი საქართველოში საფრთხეშია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ხანდახან თეთრი უბრალოდ თეთრია და შავი - შავი, თუ ამასაც ვერ ხვდები, სახლში წასვლის დროა

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია