FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-11-2014, 13:40 | კომენტარები | ნანახია - 948

დემოკრატიული პოლიტიკა, ანუ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი არა დაშინების, არამედ დარწმუნების ხელოვნებაა.

 

დღემდე ქართული პოლიტიკა, პატარა გამონაკლისების გარდა, სულ ოპონენტის დაშინებაზეა დამოკიდებული: ქუჩაში ხალხის გამოყვანით, დაპატიმრებით, დაცინვით, კომპრომატებით, გაქილიკებით და ა.შ. ანუ თამაში მიმდინარეობს პრინციპით "ან ყველაფერი, ან არაფერი" - სხვა სიტყვებით "winner takes all"-ის წესით. ეს მასობრივი და მდორედ მიმდინარე ფსიქოზის უებარი რეცეპტია.

 

როდესაც იმაზე შეთანხმდება მთელი საზოგადოება, მედია და პოლიტიკური კლასი, რომ პოლიტიკა არა ერთმანეთის დაშინების, არამედ ოპონენტებისა და ამომრჩევლის დარწმუნების ხელოვნებაა, ქვეყანაში ბევრად ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება.

ეს აუცილებლად აისახება ხალხის სტაბილურ სიჯანსაღეზეც.

 

დიდსულოვნება, კაცთმოყვარეობა თუ არ არის ადამიანში, ან მის წარმოებულ ნებისმიერ საქმეში, ისიც და მისი აზროვნებაც საბოლოო ჯამში ლიმიტირებული ხდება და მოძალადეთ იქცევა, რომ არსებობა გააგრძელოს, რადგან სულიერების გარეშე ჯანსაღი არსებობა შეუძლებელია.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია