FB სტატუსი - გრიგოლ ვაშაძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-11-2014, 14:39 | კომენტარები | ნანახია - 1111

ერთი კვირაა არ ვარ საქართველოში, ამიტომ ბ-ნ თემურ ქეცბაიას ინტერვიუს მოსმენა დაგვიანებით მომიწია.
მე პირადად რამდენიმე შეკითხვა დამებადა.


მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება? არა, მართლა გჯერათ? 


შეიძლება იქ, სადაც გაცხარებული ბუკმეკერული აღებ-მიცემობა მიდის, სადაც 18-19 წლის ნიჭიერ ბავშვებს საზღვარგარეთ მესამეხარისხოვან კლუბებში ყიდიან, რაც კარიერის დასასრულებელი ტრავმებით მთავრდება, სადაც ფული თუ არა გაქვს, ბავშვს სექციაში ვერ მიიყვან, სადაც მატჩის დროს ცემა-ტყეპა რიგითი მოვლენაა, მაგარი ფეხბურთის თამაში დაიწყოს, წავა თუ არა ქეცბაია?


თუ, დავუშვათ, ნაკრების მწვრთნელი არ იმსახურებს თავის ხელფასს, ვინმეს სჯერა, რომ "ჩვენი" ფეხბურთი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ 7 მილიონიან დოტაციას იმსახურებს?


სჭირდება ვინმეს "პროფესიული" საფეხბურთო ლიგა, რომელსაც თითქმის მთლიანად სახელმწიფო (ანუ ჩვენ!) აფინანსებს? 


ქეცბაიას (და არა მარტო!) ლანძღვა-გინების შემდეგ, რამდენ წარმატებულ ქართველს მოუნდება სამშობლოში დაბრუნება და აქ მოღვაწეობა?
და ასე შემდეგ...


მაქვს წინადადება: ფული გადავამისამართოთ რაგბში და კალათბურთში, და ვისაც ფეხბურთი უნდა, იყვნენ ცოტა ხნით თავისი ენთუზიაზმის ამარა, გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.
და იქნებ სახელიც გამოგვეცვალა სპორტისთვის, თორემ უხერხულია, ესპანეთშიც ფეხბურთი ერქვას და ჩვენთანაც.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია