რუსული “სპუტნიკი” ქართულ სივრცეში გამოჩნდა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-11-2014, 15:54 | კომენტარები | ნანახია - 1690

რუსული “სპუტნიკი” ქართულ სივრცეში გამოჩნდავახტანგ კაპანაძე

 

სულ რაღაც ორიოდე დღის უკან დაიწყო მუშაობა ახალმა რუსულმა პროპაგანდისტულმა ინტერნეტრესურსმა “სპუტნიკი” და გუშინ უკვე ვიტყობთ, რომ საქართველოს რადიოსივრცეში ჩნდება ახალი რადიოარხი იგივე სახელით, რომელიც ქართულ ენაზე “ისაუბრებს იმაზე რაზეც სხვები დუმან”. ეს სიტყვები კარგადაა ცნობილი რადგან გახლავთ რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი რუპორის  “Russia today”-s სლოგანი. “RT”, ისევე როგორც “სპუტნიკი” კრემლის მთავარი პროპაგანდისტის დიმიტრი კისელიოვის მიერაა შექმნილი და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს, სიცრუის და ანტიდასავლური პროპაგანდის ტირაჟირებას.

 


   როგორც გახსოვთ, შარშან პუტინის პირდაპირი ბრძანებით გაუქმდა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტი”. გაუქმდა ერთადერთი მიზეზით, იგი არ იყო სათანადოდ ანტიდასავლური. ეს სააგენტო სამართავად გადაეცა სწორედ დიმიტრი კისელიოვს და მან ერთი წლის თავზე უკვე ახალი ბრენდი, “სპუტნიკი” შემოგვთავაზა. პირველივე დღის შემდეგ ნათელი გახდა  ახალი რესურსის მუაობის მეთოდები. სიცრუე უკრაინაზე, დამახინჯებული ფაქტები ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკაზე, ყირიმის გაიგივება შოტლანდიასა და კატალონიასთან. ყველაფერი მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებული და პროპაგანდისტული სიცრუე ლამაზად და ტექნოლოგიურად გამართულად არის შეფუთული.

მთლიანობაში კი “სპუტნიკი” ისეთივე ანტიდასავლური და ნეოსაბჭოური რიტორიკითაა დატვირთული როგორც “RT”.

 

 

    და ახლა სწორედ ამ სააგენტოს შვილობილი რადიოარხმა უნდა დატვირთოს ჩვენი თანამოქალაქეები კრემლის ურცხვი პროპაგანდით, ანტიდასავლური იდეებით და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის ძირგამომთხრელი შეგონებებით ! საინტერესოა სად არის ამ დროს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ? კომისია, რომლის სახელშიც ამაყადაა ნახმარი სიტყვა “ეროვნული”. როგორ დაუშვა მან ოკუპანტი სახელმწიფოს ასეთი ღიად პროპაგანდისტული რესურსისათვის რადიო სიხშირის გადაცემა ? სად არიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ ? რატომ ხდება ასეთი ღიად მტრული რადიოს არა თუ დაბლოკვა, არამედ ღია ხელშეწყობა ? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ არხზე ქართულ ენაზე უნდა წაიყვანონ რეპორტაჟები ? არიან თუ არა ეს ადამიანები, რომლებმაც მტრის იდეები საქართველოს რადიოეთერში უნდა გააჟღერონ კოლაბორაციონისტები ?

 


   უამრავი ძალიან მტკივნეული კითხვა გაჩნდა ამ ორი წლის განმავლობაში. კითხვები კი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. დროა აგვიხსნას ხელისუფლებამ სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთთან “დათბობა-დათმობის” პოლიტიკა და თუ უფიქრია მას რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს სახელმწიფო უგუნურმა და წინდაუხედავმა ნაბიჯებმა, რომლებიც კრემლისა და პუტინის საამებლად იდგმება. როდესაც მთავრობა უძლურია, ან კიდევ უარესი განზრახ ასხამს მტრის წისქვილზე წყალს, ასეთ დროს საზოგადოებამ უნდა აღიმაღლოს ხმა და აიძულოს ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესები დაიცვას.

 

 საზოგადოება “ივერიამ” ოფისიალურად კითხვით მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რათა მას განემარტა ირღვევა თუ არა საქართველოს კანონები მაშინ, როცა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო რესურსები მაუწყებლობენ საქართველოში. ჩვენ დღესაც მოუთმენლად ველით მათგან პასუხს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია