ვლადიმირი რეჯებსაც წაეჩხუბა ... ანუ რუსულ თურქული დაპირისპირება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-11-2014, 19:22 | პოლიტიკა, კომენტარები | ნანახია - 3362

გიგი კუბლაშვილი

 

როგორც  ,,ბოროტი“ ხმები და საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ ვლადიმირსა და რეჯებს შორის სატელეფონო საუბარი შემდგარა, (რეჯების ინიციატივით) საუბარი თურმე შეეხებოდა სირიაში მიმდინარე მოვლენებს და მასში რუსეთის ,,კეთილშობილურ“ მისიას.

 

თურქეთის პრეზიდენტს მკვეთრად მოუთხოვია ვალოდიასგან თავის შეკავება სირიის პრეზიდენტ ასადისა და მისი რეჟიმის  მხარდაჭერისგან, რაზეც თურმე ვალოდია გაბრაზდა, მაგრამ რა გაბრაზდა ... და მოუწოდა თურქეთის პრეზიდენტს ,,გონს მოეგე და არ გაბედო სირიის შიდა საქმეებში ჩარევა, თორემ ყველანაირად წინ აღვუდგები კატასტროფული ომის წამოწყებას რეგიონშიო“...

 

როგორც ამბობენ თურქეთის პრეზიდენტს  ვლადიმირის ამ გამოხტომაზე, დაუზუსტებია, ანუ (როგორც ჩვენთან იტყვიან ამ ბოლო დროს) ჩაკითხვია,  ნიშნავს თუარა თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, ჩემო ბატონო, ემუქრებით თურქეთსო... ვლადიმირს წამითაც არ დაუხანებია და როგორც გინდა ისე გაიგეთ ჩემი სიტყვებიო.

 

ვალოდია აქ არ გაჩერებულა და როგორც ამბობენ გააგრძელა მაგრამ რა გააგრძელაო, თურქეთი ამდენი ხანია ტერორისტებს ეხმარება, ბაზები მოუწყო და ათასობით ადამიანის ხოცვა-ჟლეტვას შორიდან აკვირდებაო.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, თურქეთის პრეზიდენტის მცდელობა, გაენეიტრალებინა პუტინის მომავალი ქმედებები სირიის მიმართულებით უშედეგოდ დამთავრდა.

 

            რამდენად შედის რუსეთის ინტერესებში, თავისუფალი სამყაროს მიერ გამოცხადებული სანქციების პიროებებში, თურქეთთან დაპირისპირება ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ის რომ  წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო დროს რეალობას მოწყდა - ეს ფაქტია, რომელიც განხილვას აღარ ექვემდებარება.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია