“ივერია” ერთი წლისაა

ზუსტად ერთი წლის წინ "ივერიის" პირველი ნომერი დაიდო ინტერნეტში, და ჩვენ, "ივერიის" დამფუძნებლებმა, ის ნომერი სარედაქციო სტატიით დავაანონსეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: გაზეთს გაუჩნდა ერთგული მკითხველი, მის ვირტუალურ ფურცლებზე გამოთქმული აზრი საინტერესო გახდა ფართო საზოგადოებისთვის, კოლეგებმა ქართული მას-მედიიდან დიდი დახმარება გაგვიწიეს რჩევით და თანადგომით, შემოგვემატა პროფესიონალი ავტორები, მხარი აგვიბა უამრავმა მეგობარმა დვანსა და დიცში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში, ნამდვილი პატრიოტები შემოუერთდნენ ჩვენს აქციას კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ.

10-06-2014, 00:00 | ... | ნანახია - 1308

პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებ

პეტიცია აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებპეტიცია მიღებულია 2014 წლის 13 აპრილს, საზოგადოებრივი აქციის - „არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას“ - მიერ.

 

რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის.

 

ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით, აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია.

 

პეტიციის ხელმოწერისთვის დააჭირეთ ვრცლად

14-04-2014, 15:16 | ... | ნანახია - 6336

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!"- ფოტოკოლაჟი

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!"- ფოტოკოლაჟი 2014 წლის 13 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან, საზოგადოება "ივერიის“ ორგანიზებით,  აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" ჩატარდა. 

აქცია მიმართული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ "მეხუთე კოლონის" წინააღმდეგ. 

აქციის დასასრულს, საზოგადეობა "ივერიის" წევრებმა, აქციის მონაწილეებს პეტიცია გააცნეს, რომლითაც საქართველოს მთავრობას აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთა მოთხოვეს - პეტიცია ერთხმად იქნა მიღებული.

14-04-2014, 13:33 | ..., არქივი | ნანახია - 1408

„ივერიის“ საქველმოქმედო აქცია დიცში 6 აპრილს გაიმართება

საზოგადოება „ივერია“ აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას. სამწუხაროდ,  დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში, რომელიც ორი თვის წინ უნდა ჩატარებულიყო, ტექნიკური შეფერხების გამო გადაიდო, რის გამოც  ბოდიშს გიხდით და გატყობინებთ, რომ აქცია შედგება 6 აპრილს.

28-03-2014, 22:14 | ... | ნანახია - 1081

დავეხმაროთ ,,სოხუმს“-0 901 900 910 .

საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო კლუბი ,,სოხუმი“ დაშლის პირასაა. გასულ შაბათს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაზე გუნდის კალათბურთელებმა პროტესტის ნიშნად საჯაროდ უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე  იმის გამო, რომ მათ 6 თვეა არ უხდიან ხელფასებს და ყოველგვარი რესურსი აქვთ ამოწურული გააგრძელონ ჩემპიონატი. 

15-03-2014, 16:35 | ... | ნანახია - 701

პრეზიდენტის დებიუტი პარლამენტში

დღეს, 2014 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში  წლიური ანგარიშით წარსდგა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

21-02-2014, 20:31 | ... | ნანახია - 1364

"ივერიას" განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. უკვე რამდენიმე თვეა, მსოფლიო მოწმეა უკრაინელი ხალხის მამაცი და შეუპოვარი ბრძოლისა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. ევრომაიდანი გმირულად იბრძვის საიმისოდ, რომ ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდეს პუტინის რეჟიმისგან, რომელიც მას განუვითარებლობისა და განუკითხაობის უფსკრულში ექაჩება. რაოდენ მძიმე და სისხლიანიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს მანქანა, რომელიც დღეს კიევს უპირისპირდება და მასში იმედის ჩახშობას ცდილობს, მტკიცედ გვწამს, რომ საბოლოოდ  თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი გაიმარჯვებს, ვინაიდან სწორედ მათ მხარესაა ისტორიული სიმართლე და ნამდვილი ძალა.

 

ჩვენი ქვეყნების ადგილი ევროპაშია. ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. ეს გვაჩვენა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომმა და ამას ევრომაიდანი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მსოფლიოს.

 

თანაგრძნობას გამოვხატავთ გმირულად დაღუპული პატრიოტების ოჯახების მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

19-02-2014, 17:51 | ... | ნანახია - 990

„ივერიის“ საქველმოქმედო აქცია

„ივერიის“ საქველმოქმედო აქციადახლოებით ორი კვირის წინ,  საზოგადოება ”ივერიის”  წარმომადგენლები შევუერთდით  აქციას, რომელიც სადემარკაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად გაიმართა და რომლის ორგანიზატორები სახელოვნებო სფეროს  წარმომადგენლები იყვნენ.

10-11-2013, 18:03 | ... | ნანახია - 1752

*****

ხალხური

 

გორის თავს მოდგა მოყმე რამ,

მხარიღლივ სისხლი სდიოდა,

გახლავარ მარგველაშვილი,

მაღლიით ჩამაჰყიოდა,

ბღუჯა ნახმლევი გულისპირს,

ყაყაჩოდ დაებნიოდა,

ხან ცხენი მოსთრავ აღვირით,

ხან ცხენსა მოეთრიოდა.

*****მოგვიახლოვდა, შეყოვნდა, 

უგონოდ დაგვეცქიროდა.

ვინა ხარ, სიდამ მოსულხარ,

გზა საით გიძევს, მოყმეო,

ეგებ ბახტრიონს მიდიხარ,

ანამც არაგველთ მაჰყეო?

შუბლი გაეხსნა, მაექცა

მიხვდა, არა არი მახეო,

ბიძინაჩემმა დამლახვრა,

განრისხებული ვნახეო,

სუ ლახტით მცემა ორი დღე,

გამინაძოძა სახეო,

დამმალეთ, თქვენი ჭირიმე,

მდევარსა მოვეფახეო.

დავმალეთ, მივესალბუნეთ,

სულ წყურია და სულ შია,

მისი ვაება, ზუზუნი,

ახლაც ჩამესმის ყურშია,

თიხას და წინდის ჩხირებსა,

კრძალვით იფევდა გულშია.

27-10-2013, 21:00 | ... | ნანახია - 692

***

ხალხური

უჯირყვნელობა ვინდომე, როგორც ბატონთა წესია,
-ჩაგვიძეხ, მარგველაშვილო, ლაშქარი წამამესია. 
ლაგამ-აბჯარი ავისხი, რაცა რამ განაწესია, 
სასახლეს ლურჯა მივაგდე, ელვისა განაკვესია. 
 
ხაფითა ხმითა დავძახე,ნუ გეგონებათ სესია, 
ფრანგული ავათამაშე, ბატონის განალესია. 
იქიდამ დამდგარ ბაგბუგსა, მრავალი დაუკვნესია, 
იმის სახლ-კარი დაიქცეს, ბიძინაა თუ ბესია. 
 
მე რა ყანთელი ვეგონე, ვაგდივარ ერთი ქესია, 
ვინა თქვა, ვის გაუგონავ  ქსლისა მბეჭველი მესია. 
მასუკან ვსტირი, ვვალალებ, ვერ მოვირჩინე სტრესია,
ჩემს მიმჯირყვნელსაც მიჯირყვნის, მართ ღვთისა დანაწესია.
23-10-2013, 22:50 | ... | ნანახია - 872

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია