დიდი სამამულო

დიდი სამამულოზურა ოდილავაძე

 

   დემოკრატია სიტყვის თავისუფლებითა და მედიის დამოუკიდებლობით იწყება. ამ მხრივ, საქართველოში, შეიძლება ითქვას, დემოკრატიის ზეიმია! რაც გსურს, ის ილაპარაკე, რამდენიც გინდა, იმდენი იყვირე, მაინც არავინ მოგისმენს. ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერით გაამაყებულ ხელისუფლებას განსხვავებული აზრი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჰკიდია. მედიაშიც დიდი პროგრესია! უხილავი ფრონტის რაინდების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ტელევიზიების ტოტალური ანექსია. 

27-09-2013, 22:47 | ბლოგები | ნანახია - 2254

ძილისპირული მიმოხილვა კრავთა დუმილის ფონზე

  ძილისპირული მიმოხილვა კრავთა დუმილის ფონზეზურა ოდილავაძე

 

დაღამდა. ვწვები, სიგარეტს ვუკიდებ. ძილის წინ მიმდინარე მოვლენებზე ვფიქრობ, მინდა რაიმე პოზიტიური გავიხსენო – ,,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“...

დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი ,,პოზიტივი“ – წინა მთავრობის ნეგატივის ჩვენთვის შეხსენებაა. მომავალი პრეზიდენტის მთავარი საარჩევნო დაპირება,  კოჰაბიტაციის დასრულებაა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ,,ნათელი მომავალი“ კვლავ პოლიტიკური მოწინააღმდეგის განდაგურებასა და დაჭერებს გვიქადის. 

19-09-2013, 18:38 | ბლოგები | ნანახია - 3348

,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“

,,იჯდერაოდან“ ,,მიჯირყვნამდე“ზურა ოდილავაძე

 

გუშინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსში“ შევიხედე.მსურდა, საზაფხულოდ ჩამოსული სტუმრებისთვის ჩემი წიგნის ორი ეგზემპლარი მეყიდა. შესვლისთანავე ვხედავ, ბესტსელერების განყოფილებიდან ყოფილი ცკ-ს მდივნის გიგანტური ტომი მიმზერს. მისი ადგილმდებარეობა და ზომა ამ წიგნის აშკარა რიტუალურ დანიშნულებას მიანიშნებდა. დაუყონებლივ მცირე მეტანია შევასრულე და ,,ხატს” ვემთხვიე. 

27-08-2013, 20:14 | ბლოგები | ნანახია - 4252

ეს გზა აეროპორტში მიდის?

ეს გზა აეროპორტში მიდის?ნათია მეგრელიშვილი

 

ვისი სახელობის უნდა იყოს თბილისის აეროპორტი ?

ზ. გამსახურდიას ვარიანტი ცალსახად გამოირიცხა. ის  საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი 90-იანი წლების „დიქტოტორზე“ მაინც განაწყენებულია. საზოგადოების მეორე ნაწილი კი, რომელიც მას მხარს უჭერდა, ღირსეულად ვერ მოიქცა  და ამით კარგად ისარგებლა მშვიდობისმოყვარე და შემრიგებელმა რუსეთმა -  ყურში ბოროტება ჩაგვაწვეთეს და საკუთარი ხელით სამარცხვინოდ გავწირეთ კაცი. კიდეც გააგდეს და კიდეც მოკლეს. ვერავინ ბედავს იამაყოს ამ საქციელით, მაგრამ აგრესია არ კლებულობს.

26-08-2013, 20:00 | ბლოგები | ნანახია - 2097

აბრუნებენო, ამბობენ, დავითს...

ზურა ოდილავაძე

 

მცნება მეორე:,,არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არცა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”.

12-08-2013, 23:52 | ბლოგები | ნანახია - 2688

პატრიარქი და ჩვენ

(ქართული თვითიდენტიფიცირების თავისებურებანი)

 

ზურა ოდილავაძე

 

,,რაც ერი, ის ბერი“ – გამჭრიახი წინაპარი

 

   ერი ლიდერად აღიარებს პიროვნებას, რომელთანაც მენტალურ ერთობას გრძნობს და, ამავე დროს, მასში საკუთარი განუხორციელებელი ოცნებების აღმსრულებელს ხედავს. შეიძლება ითქვას, რომ ლიდერი, თუ ბელადი წარმოადგენს მასების კრებით პორტრეტს, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი ის პიროვნული თვისებები და უნარები, რომელთა მეშვეობითაც ინდივიდების უმრავლესობა საკუთარ ,,მეს“ წინამძღოლთან აიგივებს.

7-08-2013, 16:05 | ბლოგები | ნანახია - 4925

ნუთუ მეღირსება ძეგლი?!

ზურაბ ოდილავაძე

 

ის გვტოვებს...

 

   ,,მესიამ“ კვლავ განაცხადა, მივდივარო... მართალია, „მამა მზეს“ აკვიატებული იდეები ახასიათებს, მაგრამ ის ისე დაჟინებით იმეორებს ამას, რომ თითქოს არ უნდა ხუმრობდეს. ცხადია, “ღმერთის” ავანსცენიდან წასვლას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური ძვრები. პრეზიდენტად, როგორც ყველამ ვიცით, ,,მესიას ბუტაფორიული მახვილი“ შეგვრჩება, ხოლო მეინსტრიმი წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკური ფიგურებით, როგორებიცაა რუსული ორიენტაციის ,,რკინის ლედი“ და არანაკლებ რუსი, ,,ბედნიერების მაძიებელი ჩოხოსანი რაინდი”. 

31-07-2013, 17:37 | ბლოგები | ნანახია - 2108

პოლიტიკური ფეხბურთი

ლადო ჩალათაშვილი

 

პოლიტიკური ფეხბურთი

ის, რაც გუშინ საღამოს „დინამო არენასთან“ ორი დედაქალაქის „დინამოს“ შორის მატჩის მიმდინარეობისას და მას შემდეგ მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამი ახალგაზრდა პატრიოტი დააკავეს, შემაშფოთებელია თავად ფაქტი: თბილისში ჩამოვიდნენ რუსული ძალოვანების ინტერესებში მოქცეული სპორტული გუნდი და მათი მესვეურები.

8-07-2013, 22:44 | ბლოგები | ნანახია - 1929

მოსახლეობის პოლარიზაციის გავლენა ბიზნესის განვითარებაზე

მგონი ყველა დამეთანხმება, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა სამ დიდ ჯგუფად არის გაყოფილი. არსებობს ორი “პოლუსი” – “ნაცები” და “ქოცები”, მათ შორის კი ე.წ. “შუაშისტების” ან “არავისტების” ჯგუფი. რამდენად კარგია  ასეთი დაყოფა გნებავთ მორალის, გნებავთ სოციალური ან პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ალბათ შესაბამისი დარგის სპეციალისტების (სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვა “ექსპერტს”, რომლის მნიშვნელობა დღეს დისკრედიტირებულია) განსჯის საგანი უნდა გახდეს. მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო ბიზნესის განვითარებასა და ასეთი დაყოფის შედეგებზე.

27-06-2013, 21:02 | ბლოგები | ნანახია - 1883

“საქინფორმი”: ივანიშვილმა რუსი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი საქართველოში მოიწვია

"საქინფორმი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც არ ასახელებს, იუწყება, რომ ივანიშვილმა საქართველოში მოიწვია რუსეთში მოღვაწე, ეროვნებით სომეხი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი.

24-06-2013, 21:16 | ბლოგები | ნანახია - 1708

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია