საბჭოური ცხოვრების წესი - მორალი, კულტურა, სექსი (ნაწილი I)

ზურა ოდილავაძე

 

,,კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს” – ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი- ,,გზა ბატონყმობისაკენ”

 

   შესავალი

 

   საქართველოში ბევრს დაავიწყდა ბოლშევიზმის ძალადობრივი არსი და წარსული ეპოქიდან მხოლოდ იდეალიზირებული კეთილდღეობა ახსოვს. ზედმეტად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ  ამჟამად საბჭოთა კავშირის არა მხოლოდ სამართალმემკვიდრე, არამედ პოლიტიკური და იდეური გამგრძელებელი დღევანდელი რუსეთია. ჩვენდა სამწუხაროდ და სავსებით ლოგიკურად ეს ,,გულმავიწყი” ადამიანები საბჭოთა ნოსტალგიის განმკურნებლად დღესაც ჩრდილოელ მეზობელს მოიაზრებენ, იმაზე კი თვალს ხუჭავენ, რომ საბჭოური ,,შპროტიანი” მაძღრობა, უამრავი პატიმრის მონური შრომისა და მილიონობით განადგურებული სიცოცხლის ფასად, მთელი თაობების ინდივიდუალური სწრაფვების დათრგუნვისა და მანკიერი კოლექტიური მორალის დანერგვის გზით აღმოცენდა.

3-06-2014, 20:12 | ბლოგები | ნანახია - 3934

26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ნათია მეგრელიშვილი

 26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ჩემთვის უკვე ნათელია, რომ ადამიანებს აზრს ადვილად ვერ შეუცვლი. რაც არ უნდა ითქვას, თუ კაცს გაგონება არ უნდა, დაყრუვდება და თუ დანახვა არ სურს, დაბრმავდება. მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც, თუ ორით არა, ცალი თვალით მაინც კითხულობს ჩვენს გაზეთს და მათთვის ვწერ.

 

26 მაისის აღლუმის თემას ასე გულგრილად და ჩვენთვის ჩვეული ნიჰილიზმით ნუ აღვიქვამთ. როგორც გვპირდებიან, ამ დღეს გაიმართება სახალხო დღესასწაული და სეირნობა. ძალიან კარგი, მაგრამ 26 მაისი არ არის დიმპიტაურის დღე, არამედ ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელსაც სათავეში ედგა არა ხალხი, არამედ მთავრობა და დასავლეთის პროგრესული საზოგადოება.

20-05-2014, 14:21 | ბლოგები | ნანახია - 2309

კონჩიტოკრატია

შალვა მენაბდე

 კონჩიტოკრატია

რა ეპითეტით არ შეუმკიათ ხელისუფალნი - ერთად და ცალკ-ცალკე. ზოგს გუნდრუკი უკმევია, ზოგსაც ლაფში გაუსვრია. მე კი ჩვენი ხელისუფლების ანალოგია ამ დღეებში დავინახე - კონჩიტა ვურსტი, ევროვიზიის უკანასკნელი გამარჯვებული ავსტრიიდან. ადამიანი, რომელსაც უნდა წარმოჩინდეს ქალადაც და მამაკაცადაც და ამავდროულად, არც ქალია და არც კაცი. გაუგებრობაა. გაუგებრობა და ეპატაჟი. ჩვენი ხელისუფლებაც ასეა, გაუგებრობაა ან გაუგებრობაში მოხვედრილების წინააღმდეგობრივი ერთიანობა, რომელიც ვიღაც ჭკვიანმა “ოცნებად” მონათლა.

15-05-2014, 20:45 | ბლოგები | ნანახია - 3651

თეატრალური სეზონი – ,,გაზაფხული - 2014“ გაიხსნა!

ზურა ოდილავაძე

 

,,მთელი სამყარო თეატრია“ – ამბობდა შექსპირი. ეტყობა მაშინ ცირკი არ იყო“ (ხალხური)

 

   ევროპის განცვიფრება ეტალონური დემოკრატიის სპექტაკლებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გრძელდება! ეროვნული თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე გაჭრა კი უდიდეს სიხარულს გვანიჭებს არა მხოლოდ მეოცნებე აუდიტორიას, არამედ ჩვენც – ყველა დანარჩენ უგუნურსა და დაუნახავს! ერთი რეჟისორისა და იმავდროულად, უპირველესი მოქალაქის თეატრმა გულმხურვალედ დამჯერე და მოზრდილი თოჯინების შესრულებით ამჯერადაც შესანიშნავი სპექტაკლი – ,,ფარულად ყური დააგდე და შემდეგ გააპრავე“ შემოგვთავაზა! დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრს არტისტები მართლაც ვირტუოზული ოსტატობით ასრულებენ და სრულიად წარმოუდგენელ მიზანსცენებში თავდავიწყებით ცრუობენ. ამ აბსურდის თეატრის მსახიობთა მონოლოგების საერთო პათოსი ასეთია: ,,მიყურადების მსხვერპლი სპეციალურ აპარატურას ჯერ თვით ამონტაჟებდა, ხოლო შემდეგ საკუთარი საუბრების ჩანაწერებს ისვე უსმენდა.“  შემსრულებელთა გარდასახვისა და ,,იმპროვიზაციის უნარიც“ ამას ჰქვია – ამხანაგებო, არა მხოლოდ ბრავო, არამედ დამსახურებული ბრავისიმოც!

8-05-2014, 18:34 | ბლოგები | ნანახია - 2052

,,ძაღლების“ დაუსრულებელი დაუსჯელობა

,,ძაღლების“ დაუსრულებელი დაუსჯელობაზურა ოდილავაძე

 

  დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის 23-ე წელია. საფუძველი ჩაეყარა და იხვეწება ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ თვალწინ მეტნაკლები წარმატებით იცვლება და უმჯობესდება საქართველოს მოქალაქის ცხოვრების ყველა სფერო, გარდა ერთისა, რომელიც უცვლელად ფეოდალურ - კრიმინალურ ხასიათს ინარჩუნებს – ეს გახლავთ სამართალდამცავი ორგანოები და, ზოგადად, მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები, გარდა ,,პატრულისა“. ამ მეტწილად თავგასული არამზადების უზრდელობამ და პათოლოგიურმა მიდრეკილებად ძალადობისადმი, ხალხში მათ დამსახურებულად ,,ძაღლების“ ზიზღით სავსე სახელი მოუტანა. მართლაც, არ შეიძლება პოლიციელისა თუ კანონდამცველის მაღალი წოდებით შეამკო არსება, რომელსაც არა თუ ვერ შეუგნია, რომ ის ადამიანების, მათი უსაფრთხოების მსახურია, არამედ, პირიქით, ნებისმიერი მიზეზითა თუ საერთოდაც, უმიზეზოდ ესხმის თვას რიგით მოქალაქეს და დაუფარავად ძალადობს მასზე. ამ ვანდალიზმს ჩვენ კარგა ხანია შევეჩვიეთ და უხმოდაც ვუცქერთ. არადა, ყოველდღიური ყოფის დონეზე სამართლიანობისა და პიროვნული დაცულობის განცდა ჩვენში, სწორედაც რომ საშუალო და დაბალი რგოლის ძალოვანებთან შეხების შედეგად ყალიბდება.

4-05-2014, 18:06 | ბლოგები | ნანახია - 2705

რატომ დარჩა ევროპა მარტო?

რატომ დარჩა ევროპა მარტო?მართა იამანიძე

 

რუსეთის კონფლიქტმა უკრაინასთან, რომელიც საერთაშორისო მედიამ „უკრაინის კრიზისად“ შერაცხა, არასრულად წარმოაჩინა მოვლენათა ის წყება, რომელიც მაიდანზე დაწყებული პროტესტით დაიწყო და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჩარევით გაგრძელდა. „კრიზისი“ შესაძლოა ადექვატურთან მიახლოებული დეფინიცია იყო მაშინ, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. მაგრამ დღეს, როდესაც სახეზეა სამხედრო კონფლიქტი, მოვლენებს ერთობ შერბილებული, თუ გნებავთ კომპრომისული სახელი ჰქვია, რითიც საერთაშორისო საზოგადოება თავს არიდებს რუსეთის სამხედრო კონფლიქტს უკრაინასთან შესატყვისი სახელი დაარქვას.

29-04-2014, 20:33 | ბლოგები | ნანახია - 1980

"ხედი" "პანორამა თბილისიდან"

"ხედი"  "პანორამა თბილისიდან"ანა ითონიშვილი

 

დღევანდელი გადმოსახედიდან, უკანასკნელი წელიწადნახევარი ნამდვილად ვერ ჩაითვლება წარმატებული რეფორმების ან ახალი პროექტების პერიოდად. აზრი იყოფა "პანორამა თბილისის" აშენებაზე სოლოლაკში, დროებით შეწყვეტილია თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, მოხდა მცხეთის იუსტიციის სახლის დემონტაჟი და ვერც ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი მოესწრო გახსნის დღეს. არსებული არგუმენტების გადახედვისას ჩანს, რომ ზემოხსენებული პროექტების უმეტესობას ერთი დიდი ხარვეზი აერთიანებს: ისინი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნიან.

29-04-2014, 11:14 | ბლოგები | ნანახია - 2400

დიდი ძმა გვისმენს

ზვიად აძინბაია

 

დიდი ძმა გვისმენსსტუდენტთა ასოციაცია კრეატივის პრეზიდენტი

 

გენიალური ჯორჯ ორუელი თავის ,,1984’’-ში დიდ, ტელეეკრანიდან გამუდმებით მომზირალ შავულვაშა ძმაზე საუბრობს, რომელიც ცდილობს ტოტალური კონტროლის დამყარებას ყოველგვარ ადამიანურ ფაქტორზე, სულზე, ღმერთზე, ბუნებაზე. ის იყენებს ყველა მეთოდს: დასმენას, მოსმენას, თვალთვალს, შიშის მასობრივ დანერგვას და უნდობლობის გაღვივებას. ეს ხომ ბოლშევიკური პერიოდისთვის ტრადიციადქცეული  სტილია - მეთოდი, რომელიც ტვინდამუშავებულ შვილს საკუთარი მამის დასმენისკენ უბიძგებს, რომელსაც შემდგომ პარტია დახვრეტას უსჯის, დამსმენს კი ორდენით აჯილდოვებს - ერისთვის ,,სასარგებლო’’ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

25-04-2014, 18:18 | ბლოგები | ნანახია - 1445

უვიცობის ტყვეობაში

უვიცობის ტყვეობაშიზურა ოდილავაძე

 

უახლოესი წარსული

 

   ქრისტეშობამდე V საუკუნეში სპარტელმა მხედართმთავარმა პავსანიუსმა, სპარსეთ -საბერძნეთის ომის დროს სამშობლოს უღალატა. ღალატი გამოაშკარავდა და სასამართლომ გამცემს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პავსანიუსი ქალღმერთ ათენას ტაძარში დაიმალა, რადგან იცოდა, რომ ტაძრის ტერიტორიაზე მკვლელობა არნახულ მკრეხელობად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, სპარტანელებმა გამოსავალი მაინც იპოვეს: მათ იმ ტაძრის კარი, რომელსაც  პავსანიუსი აფარებდა თავს, ქვებით ამოქოლეს. აღსანიშნავია, რომ პავანიუსის ამოსაქოლად პირველი ქვა დედამ მიიტანა...

23-04-2014, 17:44 | ბლოგები | ნანახია - 3950

საბურავი კი არა - პაკრიშკა. . . . ეს უფრო ახლობელია

ნათია მეგრელიშვილი

 

 

ერთი იმ კაცის სახელი გამაგებინეთ, ვის თავშიც მომწიფდა ეს საგაზაფხულო პროდუქტი, რომელსაც “პაკრიშკა“ ჰქვია, ანუ საბურავი. . . .

 

არაფერს არასდროს გამოვრიცხავ, თანაც ისეთ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ უკვე არაფერი გამიკვირდება, მაგრამ არც ერთი ტერორისტული თუ პარტიზანული სახელმწიფო საჯარისო ფორმირება თუ პოლიტიკური გუნდი წინასწარ არ ამჟღავნებს,  რა იქნება მათი ბრძოლის იარაღი.

22-04-2014, 16:12 | ბლოგები | ნანახია - 2591

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია